მთავარი სილამაზე თანამედროვე ვარცხნილობა “ავრორა”: რატომ ირჩევენ მას 60 წელს გადაცილებული მომხიბლავი იტალიელები ~

თანამედროვე ვარცხნილობა “ავრორა”: რატომ ირჩევენ მას 60 წელს გადაცილებული მომხიბლავი იტალიელები ~

by Keti

თმის ვარცხნილობა “ავრორა” გასული საუკუნის 80-იან წლებში ძალიან პოპულარული გახდა. მისი ზოგიერთი სტილი დღესაც აქტუალურია ქალებში. ამიტომ დღეს ჩვენ გაგიზიარებთ, ამ ვარცხნილობის რომელი მოდელებია ეფექტური თანამედროვე მოდაში.

“ავრორას” ყველაზე დამახასიათებელი თვისება, რომელიც ამ ვარცხნილობას სხვებისგან განასხვავებს, არის სიგრძის კონტრასტი თმის ზედა და ქვედა ნაწილს შორის.

“ავრორა” შესანიშნავად უხდება თმის ნებისმიერ სიგრძეს და სახის ნებისმიერ ფორმას, რაც ამ ვარცხნილობას უფრო მრავალმხრივს და მოქნილს ხდის.

1. საშუალო სიგრძის თმისთვის

საშუალო სიგრძის თმაზე საკმაოდ ადვილია ,,ავრორას” კლასიკური ვერსიის შეჭრა. მრგვალი სახის შემთხვევაში, ეს სტილი ოსტატურად მალავს გარკვეულ დეტალებს, რადგან თმის ეს ვარცხნილობა ვიზუალურად აგრძელებს სახეს.

2. გრძელ თმაზე შეჭრილი ,,ავრორა”

გრძელი თმის ამ სტილში შეჭრა ყველა ქალს შეიძლება არ მოუხდეს. მაგრამ თუ ექსპერიმენტების დიდი მოყვარული ხართ, მაშინ თავისუფლად გარისკეთ. საინტერესოდ შეღებვაც ძალიან მოუხდება ასეთ მრავალფენიან ვარცხნილობას.

3. მოკლე თმაზე

თქვენი თმის მოცულობის გასაზრდელად, “ავრორა” შეიძლება ნამდვილი ხსნა იყოს! თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სტილი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება მოკლე თმაზე, ის არ მოუხდება კუთხოვანი სახის ფორმას.

4. შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმა და ,,ავრორა”

40 წელს გადაცილებულ ქალებს ხშირად ძალიან მოსწონთ ავრორასა და შუბლზე შეჭრილი თმის, ე. წ. ,,ჩოლკის”, კომბინაცია. შუბლზე შეჭრილი თმა ქმნის სიმსუბუქისა და სიახლის ეფექტს. გარდა ამისა, აჩეხილი თმა და ,,ჩოლკა” ქალს უფრო აახალგაზრდავებს.

5. შუბლზე გრძლად შეჭრილი თმა

ეს სტილი ძალიან სექსუალურად და უცხოდ ითვლება. გარდა ამისა, აღნიშნული ვარცხნილობა ნებისმიერი სახის ფორმის მქონე ქალს უხდება.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა თქვენს სილამაზეს კიდევ ერთხელ გაუსვათ ხაზი და მრავალი კომპლიმენტი მიიღოთ.