მთავარი კულინარია ბოშების ბარონის ცოლი გვიზიარებს ტოლმის რეცეპტს ბრინჯით

ბოშების ბარონის ცოლი გვიზიარებს ტოლმის რეცეპტს ბრინჯით

by Keti

ტოლმა ბევრ ადამიან უყვარს. ის მთელი ოჯახის საჭმელია – ერთხელ მოამზადებ და ოჯახის ყველა წევრი კმაყოფილია. თან მეორე დღითაც შეგიძლია მიირთვა.

ჩვენეული რეცეპტი ტოლმის ყველა მოყვარულს გამოადგება, რადგან ეს ნამდვილად დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში და თან ძალიან გემრიელი გამოდის.

ტოლმა ბრინჯით

ინგრედიენტები ტოლმისთვის

  • 1 კგ ხორცის ფარში
  • 2 კვერცხი
  • 1 კილო კომბოსტო
  • 1-2 ს. კ. მოხარშული ბრინჯი
  • 2 ხახვი
  • მარილი
  • პილპილი
  • სანელებლები

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 5 ს. კ. ტომატ პასტა
  • 4-5 ს. კ. არაჟანი
  • 2 სტაფილო
  • 1-2 ხახვი
  • 5 კბილი ნიორი
  • 300 მლ ცხელი ანადუღარი წყალი
  • მარილი
  • პილპილი
  • სანელებლები

მომზადება

1. წვრილად დავჭრათ კომბოსტო და დავასხათ მდუღარე წყალი. დავაყოვნოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კომბოსტო გადავწუროთ საწურზე და სითხეს დავაცადოთ ამოშრობა.

2. წინასწარ მოამზადეთ ბრინჯი და გაატარეთ ხორცი. ამ ტოლმას განსაკუთრებულად ღორის ხორცი მოუხდება. ბრინჯი უნდა გარეცხოთ და დაიწყეთ მისი ხარშვა. ადუღების შემდეგ 10-12 წუთის მანძილზე ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით.

3. ღრმა თასში ბრინჯს შეურიეთ კომბოსტო, გატარებული ხორცი, კვერცხი და ხახვი. მარილი, პილპილი და თქვენი საყვარელი სუნელები დაამატეთ გემოვნების მიხედვით. აურიეთ კარგად.

4. მოამზადეთ ამ მასისგან კოტლეტები. დააწყვეთ ისინი ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.

5. გადავიდეთ სოუსის მომზადებაზე: კუბიკებად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ მცენარეული ზეთით გახურებულ ტაფაში. შუშეთ 3 წუთის განმავლობაში, ოქროსფერის მიღებამდე. პერიოდულად ურიეთ.

გახეხეთ სტაფილო და შეურიეთ ხახვს. შუშეთ ორივე კიდევ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ დარბილდება.

6. ხახვს და სტაფილოს ჩაასხით ტომატის პასტა და არაჟანი. დაამატეთ მარილი, პილპილი და სასურველი მწვანილი. შუშეთ მასა კიდევ 5 წუთის განმავლობაში.

დაჭყლიტეთ ნიორი და დაამატეთ ის სოუსს. შემდეგ დაასხით ცხელი ადუღებული წყალი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთი, პერიოდულად ურიეთ.

7. გამოიღეთ ტოლმა ღუმელიდან და ზემოდან დაასხით ცხელი სოუსით. თანაბრად გადაანაწილეთ სითხე ტოლმის მთელ ზედაპირზე. სოუსიანი ტოლმა კვლავ შედგით ღუმელში და დააყოვნეთ კიდევ 40 წუთით, 180 გრადუსზე.

8. სულ ეს არის, გემრიელი ტოლმა უკვე მზადაა!

ბრინჯიანი და სოუსიანი ტოლმა გამოდის ნოყიერი, გემრიელი და ძალიან არომატული. მოამზადეთ და დარწმუნდებით, რომ ეს კერძი კი არა ერთი დიდი სიამოვნებაა! გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!