მთავარი კულინარია ჩვენ თქვენთვის 10 სასარგებლო რჩევა მოვამზადეთ, რათა ბლინები იდეალურად თხელი გამოვიდეს

ჩვენ თქვენთვის 10 სასარგებლო რჩევა მოვამზადეთ, რათა ბლინები იდეალურად თხელი გამოვიდეს

by Keti

თხელი ბლინები მილიონობით ადამიანის საყვარელი საუზმეა. ის სწრაფად და მარტივად მზადდება, აერთიანებს როგორც მარილიან, ასევე ტკბილ შემავსებლებს და მისი გემო არასდროს მოგწყინდებათ. თუმცა ზოგჯერ გამოცდილი მზარეულებიც უშვებენ შეცდომებს ბლინების მომზადებისას.

ჩვენ თქვენთვის 10 სასარგებლო რჩევა მოვამზადეთ, რათა ბლინები იდეალური გამოვიდეს.

როგორ გავაკეთოთ იდეალური ბლინები

1. პირველ რიგში, როცა ფქვილს გაცრით, ეგრევე არ გამოიყენოთ, ცოტა ხნით დააყოვნეთ.

2. იმისათვის, რომ ფქვილი უფრო წებოვანი იყოს, დაამატეთ ცომს თბილი სითხე.

3. ცომში კოშტების თავიდან ასაცილებლად ფქვილს დაამატეთ უკვე დამარილებული სითხე.

4. მკაცრად დაუმატეთ მარილი და შაქარი ცომს, რეცეპტის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლინებს გაფუჭება ემუქრება.

5. სანამ ბლინებს შეწვავთ, ტაფაზე მოაყარეთ მარილი, შემდეგ გაწმინდეთ ხელსახოცით. შეწვამდე კი დაამატეთ ზეთი და დაასხით ბლინების ცომი.

6. ყველაზე მოსახერხებელია ბლინების შეწვა ორ ტაფაში. ასეთ დროს ბლინები დიდხანს იქნება ცხელი!

7. თუ ცომი საუკეთესო არ არის და ბლინები გახეულია, როცა მათი გადატრიალებას შეეცდებით, ცომს დაუმატეთ ცოტა ფქვილი და ერთი კვერცხი.

8. თუ ბლინების გაცხელება გჭირდებათ, დააფარეთ მის დასტას ფოლგა და შედგით 140 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, 10-15 წუთის განმავლობაში.

9. წინა დღეს მომზადებული ბლინების გასახალისებლად, თითოეულ მხარეს მოაყარეთ შაქარი და ოთხად გადაკეცეთ. ბლინის კონვერტები მოათავსეთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაზე და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში.

ეს სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ბლინების სწრაფად და გემრიელად მომზადებაში. ამის მერე აღარ შეგაწუხებთ ის ფაქტი, რომ ცომი არ გამოვიდა!

გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებსაც! კომენტარებში კი გვიამბეთ, თქვენ როგორ ამზადებთ ბლინებს!