მეთილურაცილი – არის ძლიერი საშუალება ჭრილობების, დამწვრობების, დერმატიტის სამკურნალოდ. აქვს პრევენციული ეფექტიც კანის ალერგიული რეაქციების თავიდან არიდებისთვის. აჩქარებს უჯრედული რეგენერაციის პროცესებს.
გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად და პირველი სიმპტომების მოგვარების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ მეთილურაცილს – ხელებისთვის, ტუჩებისთვის და არამხოლოდ. მაშ ასე, გაიგეთ როგორ მუშაობს ეს მალამო:
მეთილურაცილის გამოყენების 4 შემოწმებული მეთოდი
ფეხებისთვის. ზაფხული და ღია ფეხსაცმლის დრო ახლოვდება. თქვენი ქუსლები ჯერ კიდევ არ არის რბილი? ეს საკითხი გადაწყდება იმ პროცედურებით, რომლებიც დაფუძნებულია “მეთილურაცილზე”. წაისვით მალამო სქელი ფენით, გადაიხვიეთ პოლიეთილენი და ჩაიცვით წინდები. 2-3 პროცედურის შემდეგ მშრალ ქუსლებსა და მასზე არსებულ ბზარებს დაემშვიდობებით.
ტუჩებისთვის. არც ერთ ბალზამს არ შეუძლია გაუმკლავდეს მშრალი ტუჩების პრობლემას ისე სწრაფად, როგორც მეთილურაცილს. უბრალოდ წაისვით თხლად მთელი ღამით. დილით, ტუჩები უკვე რბილი და ჯანმრთელი იქნება.
სახის კანისთვის. რა თქმა უნდა, ექსპერტები არ გირჩევენ მუდმივად გამოიყენონ “მეთილურაცილი” სახისთვის. თუმცა ამის მიუხედავად, ეს მალამო საკმაოდ ეფექტურია, როგორც დამამშვიდებელი საშუალება. ის რეკომენდირებულია კანის აღმდგენი პილინგის შემდეგ.
ხელებისთვის. დაღლილი და მშრალი ხელები საჭიროებს დაუყოვნებლივ დასვენებას. შეგიძლიათ მას მიაწოდოთ მაცოცხლებელი ნიღაბი “მეთილურაცილის” დახმარებით. წაისვით მალამო ხელებზე სქელი ფენით, გადაიხვიეთ პოლიეთილენი. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ მალამო და წაისვით ხელებზე კრემი.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:
უნდა გაგაფრთხილოთ, რომ “მეთილურაცილი” არის არა კოსმეტიკური მალამო, არამედ სამკურნალო. ამიტომ, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან თუნდაც შეისწავლეთ მისი უკუჩვენებები. შეამოწმეთ სხეულის რეაქცია მალამოზე კანის მცირე ფართობზე წასმით.
ეს პროდუქტი არაჰორმონალურია და არ შეიცავს ანტიბიოტიკებს. ჯანმრთელი ადამიანებისთვის ეს მხოლოდ სარგებელს მოიტანს.
იყენებთ მეთილურაცილს თქვენი ხელებისთვის? კიდევ რომელი იაფი სააფთიაქო პროდუქტებია თქვენს კოსმეტიკურ ჩანთაში? მოგვიყევით კომენტარებში!