მთავარი რჩევები ბავშვის ზეთი არის პროდუქტი, რომელიც ადვილად შეიწოვება და სწრაფად ატენიანებს ბავშვის კანს. მაგრამ, ამის გარდა, მისი გამოყენების რამდენიმე საიდუმლო გზა არსებობს.

ბავშვის ზეთი არის პროდუქტი, რომელიც ადვილად შეიწოვება და სწრაფად ატენიანებს ბავშვის კანს. მაგრამ, ამის გარდა, მისი გამოყენების რამდენიმე საიდუმლო გზა არსებობს.

by Keti

სანამ ჩემი ქალიშვილი ძალიან პატარა იყო, ყველა სტუმარს სახლში მოჰქონდა ბავშვის მოვლის ზეთები. ჩვენ ვიყენებდით ბევრ პროდუქტს, მაგრამ ბავშვის ზეთი სულაც არ სჭირდებოდა პატარას. რამდენიმე ბოთლი ჯერ კიდევ კარადაშია და ზოგიერთ მათგანს ვადა უკვე გაუვიდა. გადაგდება ვიფიქრე, მაგრამ ჩემმა მეგობარმა შემაჩერა.

აღმოჩნდა, რომ ეს საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ კოსმეტიკური მიზნებისათვის. ის ასევე გამოდგება საოჯახო საქმიანობაშიც. წარმოდგენა არ მქონდა რა სასარგებლო პროდუქტი ინახებოდა გამოუყენებლად ჩემს თაროზე.

სად გვადგება ბავშვის ზეთი 
ბავშვის ზეთი არის პროდუქტი, რომელიც ადვილად შეიწოვება და სწრაფად ატენიანებს ბავშვის კანს. მაგრამ, ამის გარდა, მისი გამოყენების რამდენიმე საიდუმლო გზა არსებობს.

მასაჟი
ვინაიდან ბავშვის ზეთი კანზე კარგად სრიალებს, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მასაჟის ზეთი. ბავშვის პროდუქტი, ბევრი დიდების პროდუქტისგან განსხვავებით, განკუთვნილია უფრო დელიკატური კანისთვის. ამიტომ, ეს ზეთი სასარგებლოა მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანების დამასაჟებისთვის.

აღადგენს აქერცლილ ქუსლებს
ძალიან მშრალი ფეხების პრობლემამ შეიძლება გააფუჭოს თქვენი საზაფხულო არდადეგები. აქერცლილი და მაგარი ქუსლები ხელს გიშლით ღია ფეხსაცმლის ჩაცმასა და ქვიშაზე ან ბალახზე ფეხშიშველი სიარულში. სწორედ ამ დროს შემოდის თამაშში ბავშვის ზეთი.

უხვად წაისვით ქუსლებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით, თქვენი ქუსლები უფრო დატენიანდება. შეასრულეთ ეს პროცედურა კვირაში რამდენჯერმე. ძალიან მალე თქვენ ვეღარ იცნობთ თქვენს ფეხებს.

ებრძვის სტრიებს ორსულებში

სტრიები, რომლებიც ყველაზე ხშირად აწამებენ ორსულ ქალებს, ჩნდება კანის არასაკმარისი ტენიანობის გამო. და ბავშვის ზეთი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამას. ვინაიდან ზეთი განკუთვნილია ბავშვებისთვის, ის ასევე არ დააზარალებს მომავალი დედის ჯანმრთელობას.

ბავშვთა პროდუქცია, როგორც წესი, უფრო იაფია, ვიდრე სპეციალური ზეთები სტრიებისათვის და მათი შემადგენლობა დიდად არ განსხვავდება. გახსოვდეთ, რომ სტრიების პროფილაქტიკისთვის მთავარია თანმიმდევრობა და რეგულარულობა. დაიწყეთ ბავშვის ზეთის გამოყენება ორსულობის დასაწყისიდან. მუცლისა და ბარძაყების კანი ზეთით დღეში ერთხელ მაინც დაიმუშავეთ (უფრო სასურველია 2-3-ჯერ) და სტრიები არ შეგაწუხებთ.

თუ ბეჭედი გაგეჭედათ
თუ სიცხის დროს ხელები შეშუპებული გაქვთ და ბეჭედს ვერ იხსნით, მაშინ ბავშვის ზეთი გიშველით. წაისვით იგი უხვად თქვენს თითზე და ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად ამოძრაოთ ბეჭედი, რომ ცხიმი კარგად გაუჯდეს თქვენს კანს. ამის გაკეთების შემდეგ, ბეჭედს მარტივად მოიხსნით.

აშორებს მაკიაჟს
ბავშვის ზეთი იქნება კარგი შემცვლელი მაკიაჟის მოსაშორებლად, საჭიროების შემთხვევაში. წაუსვით ზეთი ბამბის დისკზე, დაიდეთ ქუთუთოებზე და დაელოდეთ მაკიაჟის დაშლას. ამის შემდეგ, დაიბანეთ სახე წყლით.

აშორებს წებოს
გამოიყენეთ ბავშვის ზეთი ეტიკეტებიდან წებოვანი ნარჩენების მოსაშორებლად. წაუსვით ზეთი იმ ტერიტორიას, რომელზეც წებოა დარჩენილი და დაელოდეთ რამდენიმე წუთს. უმჯობესია ზეთთან ერთად გამოიყენოთ მაგარი სტრუქტურის მქონე ღრუბელი ან ჯაგრისი.

ეპილაციის შემდეგ ნარჩენი ცვილის მოსაშორებლად, კანი დაისველეთ ბავშვს ზეთით გაჟღენთილი ქსოვილით.

აშორებს საღებავს კანიდან
რჩება თუ არა საღებავი თქვენს კანზე თმის შეღებვის შემდეგ? ზეთი და ბამბის დისკი დაგეხმარებათ ამ საკითხის მოგვარებაში. მსუბუქად შეიზილეთ იგი კანზე და საღებავი მარტივად მოგშორდებათ.

აპრიალებს ავეჯს
ბავშვის კანისთვის განკუთვნილი ზეთი დაგეხმარებათ ძველი ხის ავეჯის განახლებასა და გასუფთავებაში. ამისთვის რამდენიმე წვეთი ზეთი და რბილი ქსოვილი საკმარისია.

ბავშვის ზეთი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას უჟანგავი ფოლადისა და ტყავის ავეჯის გასაწმენდად. თუმცა ზედმეტ ზეთს ნუ მოიხმართ!

გახსოვდეთ, რომ ის კოსმეტიკა, რომელიც არ შეეფერება თქვენს პატარას, შეიძლება თქვენთვის გამოდგეს სასარგებლო.

გამოიყენეთ ეს რჩევები და გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!