მანდარინის სეზონი უკვე მოახლოვდა. ეს საოცარი ხილი დიდხანს რომ შევინარჩუნოთ, ამისთვის მთავარი საშუალება არის მურაბა. ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც დიდ კომფორტს შეგიქმნით სხვადასხვა სეზონზე და ყოველდღიურად დაგატკბობთ.
ინგრედიენტები:
- ერთი კგ მანდარინი
- 500 მლ წყალი
- ერთი კგ შაქარი
- ვანილი – გემოვნებით
მომზადება:
1. მოვაცალოთ მანდარინს ყუნწები და გავრეცხოთ. დავჩხვლიტოთ კბილის ჩხირის საშუალებით და ჩავყაროთ მდუღარე წყალში მოსათუთქად. ამის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და საწურზე მოვათავსოთ გასაწურად. სანამ მანდარინები იწურება, გავაკეთოთ შაქრის სიროფი.
2. 1.5 კილოგრამი შაქარი გავხსნათ 500 მლ წყალში და ჩავყაროთ შიგნით მანდარინები, დავდგათ დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში.
3. 30 წუთის გასვლის შემდეგ გამოვთოთ და დაველოდოთ სანამ გაგრილდება, გაგრილების შემდეგ ისევ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ასე გავიმეოროთ იქამდე სანამ წვენი ცოტა არ შესქელდება.
4. ამ ყველაფრის მერე ჩავაწუროთ ლიმონი და ჩავაყაროთ ვანილი. გაცივების შემდეგ შეგვიძლია ჩავასხათ ქილებში და შევინახოთ.
სულ ეს არის. უკვე თავი ქუდში გაქვთ! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!