ღორის ხორცის ლაბა ბევრს არ უყვარს, თუმცა ბევრიც მას საყვარელ კერძად მიიჩნევს. მაგრამ, რაც არ უნდა გემრიელი იყოს ლაბა, უფრო დიდი სიამოვნებით მიირთმევენ, თუ იგი არის მინასავით გამჭვირვალე. სწორედ ღორის ფეხის ნახარში აძლევს ამ კერძს ლაბისებურ კონსისტენციას. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა – ბულიონი გამოდის საკმაოდ მღვრიე.
ახლა გასწავლით, როგორ მოამზადოთ გამჭვირვალე ბულიონი, რათა ლაბაც გამოვიდეს წკრიალა და სასიამოვნო შესახედი.
ინგრედიენტები
- 1,2 კგ ღორის ფეხი
- ერთი კგ საქონლის ან ქათმის ხორცი
- 3 ლ წყალი
- ერთი ცალი სტაფილო
- ათი ცალი სურნელოვანი პილპილი
- 6 ცალი დაფნის ფოთოლო
- ერთი თავი ხახვი
- ერთი ს. კ. მარცვლოვანი პილპილი
- ათი კბილი ნიორი
მომზადება
1. მოხარშვის წინ თავი და ფეხები მთელი ღამით ჩაალბე ცივ წყალში. ეს პროცესი მათ გასუფთავება გააიოლებს.
2. ღორის ფეხები მოათავსე დოლბანდის ტომარაში და საქონლის ხორცთან ერთად ჩადე წყლიან ქვაბში. ხარშე დაბალ ცეცხლზე 4 საათი, მას შემდეგ, რაც ქაფს მოხდი.
3. შემდეგ დაამატე ხახვი და სტაფილო და ხარშე კვლავ ორი საათი. ჩააყარე პილპილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ნიორი და ადუღე 15 წუთი. შემდეგ ფეხები ამოიღე და დაანაწევრე ბოჭკოებად. ხოლო ხორცი დაჭერი წვრილად.
4. ჩაყარე დაჭრილი ხორცი ბულიონში და შეაზავე მარილით. გადაანაწილე ფორმებში და შედგი მაცივარში მთელი ღამით.
სწორედ დოლბანდია ის საშუალება, რაც თქვენს ლაბას გამჭვირვალობას ანიჭებს. გარდა ამისა, უამრავი წვრილი ძვალი ადვილი მოსაშორებელი ხდება, რადგან ისინი არ გადადის ხანგრძლივი ხარშვისას ბულიონში.
გაუზიარეთ ეს ლაიფხაკი თქვენს მეგობრებს და დატკბით არომატული ლაბას გემოთი!