1.4K
ხრაშუნა და ამავე დროს შიგნიდან ნოტიო არაჟნის ნამცხვარი უხდება როგორც ყოველდღიურ ჩაის სმას, ასევე საზეიმო სუფრასაც. ეს ფაფუკი დესერტი ნამდვილად გააოცებს თქვენს ახლობლებს. რაც მთავარია, საკმაოდ ბიუჯეტურია და ყველა ინგრედიენტი შესაძლოა სახლშიც აღმოგაჩნდეთ.
არაჟნის ტორტი თავისუფლად შეგიძლიათ აჭამოთ პატარა ბავშვებსაც.
ინგრედიენტები
- ორი ჭიქა ფქვილი
- 5 ცალი კვერცხი
- ერთი ჭიქა რძე
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- ერთი ჩ. კ. მშრალი საფუარი
- ვანილის შაქარი გემოვნებით
- 2,5 ჭიქა 20% იანი არაჟანი
- 7 ს. კ. შაქარი
- ორი ს. კ. ზეთი
- კარაქი გემოვნებით
მომზადება
- ცომის მოსამზადებლად შეურიე ერთმანეთს ფქვილი, შაქარი, საფუარი და მარილი. შემდეგ დაამატე ერთი კვერცხი, რძე და ზეთი. კარგად აურიე.
- მოზილე ცომი, დააფარე და დადგი თბილ ადგილას ერთი საათით.
- შიგთავსის მოსამზადებლად 4 კვერცხი ათქვიფე 6 კოვზ შაქართან ერთად. თანდათან დაამატე არაჟანი ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტო. ჩააყარე ვანილის შაქარი და კვლაც კარგად ათქვიფე.
- ცომი გააბრტყელე წრის ფორმით. მისი ზომა საცხობ ფორმაზე ცოტა მეტი უნდა იყოს.
- საცხობ ფორმას წაუსვი კარაქი და მოათავსე მასში ცომი.
- ზემოდან წაუსვი მზა შიგთავსი.
- ცომის ნაპირები ისე მოღუნე, როგორ ეს ქვემოთა ფოტოზეა. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით.
ეს ნამცხვარი შეგიძლია სუფრასთან მიიტანო როგორც ცივი, ასევე თბილი სახით. ზემოდან მორთე კენკრით ან შაქრის პუდრით.
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი მეგობრებსაც!