1.შენ არასოდეს გეძლევა სურვილი, რომლის ასრულების ძალაც არ გაგაჩნია, უბრალოდ ცოტა შრომაც მოგიწევს ამ სურვილის ასასრულებლად.
2.ცხოვრება არაფერს გეუბნება, ცხოვრება უბრალოდ გაჩვენებს!
3.ერთადერთი ადამიანი ვის წინაშეც ვალდებული ვართ ვიყოთ მართალი, ჩვენი საკუთარი თავია, იყო მართალი კიდევ ვინმეს წინაშე, შეუძლებელია.
4.ყოველი ადამიანი, ყოველი მოვლენა იმიტომ ჩნდება შენს ცხოვრებაში, რომ თავად დახატე იქ და რა უნდა უყო მათ შემდგომ, ესეც თავად უნდა გადაწყვიტო.
5.თუ გინდა ღრუბელი გააქრო შენი ცხოვრებიდან, კი ნუ ებრძვი, უბრალოდ მოდუნდი და გონებიდან გააქრე.
6.ნამდვილი სიყვარული სრულყოფილი ადამიანის პოვნით კი არა, არასრულყოფილი ადამიანის სრულყოფილად დანახვით მიიღწევა.
7.თუ მართლა გიყვარს, გაუშვი! თუკი შენია დაბრუნდება, თუ არ დაბრუნდა, არც არასდროს ყოფილა შენი.
8.საყვარელ ადამიანს ფრთები უნდა მისცე, რომ იფრინოს, ფესვები, რომ დაბრუნდეს და მიზეზი, რათა შენთან დარჩეს!
9.საუკეთესოდ იმის სწავლება გამოგდის, რის სწავლაც თავადაც ყველაზე მეტად გინდა.
10.არ არსებობს პრობლემა ჯილდოს გარეშე და შენ თავად დაეძებ მათ სწორედ ამ ჯილდოსა გამო.
11.არასოდეს თქვა უარი შესაძლო მომავალზე, თუკი დარწმუნებული არ ხარ, რომ იქ ვერაფერს ისწავლი.
12.ამტკიცე, რომ რაღაც არ შეგიძლია და დარწმუნებული იყავი, ვერც შეძლებ!
13.სიყვარულში თუ ჩაიჭერი, სხვა ტესტები არაფერს ნიშნავს!
14.ზოგიერთი ურთიერთობა შუშისას ჰგავს, სჯობს დამსხვრეული დატოვო, ვიდრე იტკინო ნამსხვრევების შეერთების მცდელობაში.
15.ნამდვილი სიყვარულის ისტორიებს დასასრული არ აქვთ!
16.თუკი შენი ბედნიერება სხვაზეა დამოკიდებული, დიდი პრობლემა გქონია!
17.ამტკიცე რომ რაღაც არ შეგიძლია და დარწმუნებული იყავი, ვერც შესძლებ.
18.იმისთვის რომ გაიმარჯვო, გამარჯვებას უნდა ელოდო!
19.მოწყენილობა, შიში და რისხვა ის თვისებებია, რომლის გამოც სიცოცხლე ასე ხანმოკლეა.
20.ნურაფერს ისწავლი და მომდევნო სამყაროც ზუსტად ასეთივე იქნება, იმავე დასაზღვრულობებით და იმავე გადასალახავი სიმძიმეებით!
21. ის, რასაც მუხლუხო სამყაროს დასასრულს ეძახის, ოსტატისთვის პეპელაა!
22. ცხოვრების უმთავრესი შეკითხვა: მე საკუთარი ცხოვრება გავიღე იმ ადამიანის შესაქმნელად, რაც ახლა ვარ. ღირდა კი ეს?
23.მეგობრის ნებისმიერი საჩუქარი, შენი ბედნიერების კეთილი სურვილია.
24.ყველაზე საშინელი ტყუილი ის ტყუილია, რომელსაც საკუთარ თავს ვაჯერებთ.
25.სიმართლეს სულაც არ უშლის ხელს სიმართლედ ყოფნაში ის, რომ ის არავინ იცის.
26.შენ გაქვს სრული თავისუფლება შეიცვალო აზრი და აირჩიო სხვა წარსული და სხვა მომავალი!
27.პატარა ტესტი იმის გასაგებად დასრულებულია თუ არა თქვენი მისია დედამიწაზე: თუ არსებობ, მისია გრძელდება.