მთავარი კულინარია ამოლესილი ლობიოს რეცეპტი

ამოლესილი ლობიოს რეცეპტი

by guramus
ინგრედიენტები:
  • ლობიო – 500 გრ
  • ნიორი – 3-4 კბილი
  • ხახვი – 2 თავი
  • დაფნის ფოთოლი – 1-2 ცალი
  • მარილი – გემოვნებით
  • ოხრახუში – ერთი კონა
  • ქინძი – ერთი კონა
  • ნიახური – ერთი კონა
  • რეჰანი – ერთი კონა

 

მომზადების წესი:

გავრეცეთ ლობიო და ჩავყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. ხარშვის პროცესში თუ წყალი დაშრა დაამატეთ. ლობიო როდესაც ნახევრად მოიხარშება შეურიეთ დაჭრილი – ნიორი, წიწაკა, ნიახური და დაფნის ფოთოლი. ხოლო როდესაც ლობიო უკვე კარგად მოიხარშება დაამატეთ – რეჰანი, ქინძი და ოხრახუში. შემდეგ კარგად ამოლესეთ ხის კოვზის ან ლობიოს სალესის საშუალებით. დაელოდეთ 10-15 წუთი და თქვენი ლობიო მზადაა.