862
როგორ მოვამზადოთ მარტივი და მსუბუქი სალათი განსაკუთრებულად მათთვის, ვინც დიეტობს.
საჭირო ინგრედიენტები:
- 3-4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
- 200 გრამი პომიდორი ჩერი
- 1 დიდი კონა კამა
- 1 დიდი თავი ხახვი
- 2 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი წინასწარ მოამზადეთ და დაიწყეთ ბოსტნეულის დაჭრა სალათისთვის. მოათავსეთ ყველაფერი დიდ ჯამში, შეალამაზეთ კამით, მარილით და პილპილით თქვენი გემოვნებისამებრ. ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ, მოასხით ზეთი და ჩვენი სალათა მზადაა.