766
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბლინები შოკოლადის გულსართით.
საჭირო ინგრედიენტები:
- 450 გრ ხაჭო
- 2 ც კვერცხი
- 4 ს.კ შაქარი
- 1/4 ს.კ მარილი
- 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
- 1,5 ჭიქა ფქვილი
- 1/2 ს.კ გამაფხვიერებელი
- 10 ც შოკოლადის ნატეხი
- ზეთი
მომზადების წესი:
ერთმანეთში კარგად ავთქვიფოთ ხაჭო, კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ვანილის ექსტრაქტი, ფქვილი, ცოტაოდენი მარილი, ასევე გამაფხვიერებელი და კარგად მოვზილოთ ცომი. შემდეგ მიღებული მასისგან გავაკეთოთ მრგვალი ფორმები, ჩავუდოთ შუაში შოკოლადი, გადავახვიოთ და შევწვათ ზეთში.