მთავარი კულინარია ატმის მურაბის მომზადების წესი

ატმის მურაბის მომზადების წესი

by guramus

ატმის მურაბა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტკბილეულია, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი მომზადება. გაეცანით მომზადების წესს.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 3 კგ ატამი
  •  3 კგ შაქარი
მომზადების წესი:

სასურველია ცოტა მომწიფებული, სახრავი ატამი გავფცქვნათ და ჩავჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილას. ამის შემდეგ, შესაფერის ჭურჭელში მოვათავსოთ და შაქარი დავაყაროთ. სასურველია გავაჩეროთ გრილ ადგილას დაახლოებით 3-4 საათით, დროის გასვლის შემდეგ კი დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მურაბა უწყლოდ იხარშება.