554
უგემრიელესი ბრაუნების მომზადების წესი და რეცეპტი. დიასახლისებო, ეს თქვენი ფავორიტი გახდება.
საჭირო ინგრედიენტები:
- 2 ც ბანანი
- 200 გრ ფქვილი
- 1 შეკვრა კაკაო
- 1 ს.კ გამაფხვიერებელი
- 150 გრ შაქარი
- 2 ც კვერცხი
მომზადების წესი:
აიღეთ ბანანი და დასრისეთ, დაუმატეთ ფქვილი, შაქარი, ასევე კაკაო და გამაფხვიერებელი. ჩაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ. მიღებული მასა ოთკუთხედ საცხობში მოათავსეთ. შედგით ღუმელში და დაახლოებით 15-20 წუთში ყველაფერი მზად იქნება.