მთავარი კულინარია რაჰათ-ლუხუმის მომზადება

რაჰათ-ლუხუმის მომზადება

by Keti

თუ აღმოსავლური ტკბილეულის 170 სახეობას ტორტის სახით დავალაგებთ, რაჰათ-ლუხუმი ყველაზე მაღლა იქნება. ყველაზე ცნობილი არაბული დესერტი სტამბულში გამოჩნდა XIII საუკუნეში. რბილი ხილის წვენი, რომელმაც მაგარი ფახლავა და გრილიაჟი შეცვალა, დიდი წარმატებით სარგებლობს.

სახლში მოსამზადებელი ლუჰუმი ჟელესავით მზადდება, მაგრამ უფრო მკვრივი ტექსტურა და ნაჯერი გემო აქვს. მოხერხებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სურვილის მიხედვით შეიძლება კაკლეული დაემატოს, ხოლო თუკი ფისტას შეარჩევთ, გამოგივათ უინსტონ ჩერჩილის საყვარელი ტკბილეული.

ინგრედიენტები

  • 7 ცალი მანდარინი
  • 800 მლ წყალი
  • 600 გ შაქარი
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • 0,25 ჩაის კივზი ლიმონის მჟავა
  • 2 გ ვანილი
  • 130 გ სახამებელი

მომზადება

1. ვამზადებთ შაქრის სეროფს. ამისთვის შაქარი 600 მლ წყალში გაადნეთ, დაბალ ცეცხლზე და ლიმონმჟავა დაამატეთ. ხარშეთ 10 წუთი, სანამ გასქელდება.

2. ამ დროის მანძილზე მანდარინის წვენი მოამზადეთ. ბლენდერში გაატარეთ მანდარინი და ბადეზე გადაწურეთ ან წვენსაწური გამოიყენეთ.

3. შეურიეთ მანდარინის წვენი 200 მლ სახამებლიან წყალს. დადგით ცეცხლზე ნარევი, როცა ადუღდება, ჩაასხით შაქრის სეროფი და დაამატეთ ვანილი.

4. ლუჰუმი ხარშეთ 20-30 წუთით. შემდეგ ჩაასხით მოხერხებულ ფორმებში და შედგით მაცივარში 1 საათით.

5. როცა ლუჰუმი გაცივდება, ამოიღეთ ფორმიდან, დაჭერით კუბებად და ამოავლეთ შაქრის პუდრაში. მზად არის!

ყველაზე მთავარი რაჰათ-ლუჰუმის მომზადებისას – ეს შაქრის პუდრაა. ის არამხოლოდ სილამაზისთვისაა საჭირო, არამედ იმისთვის, რომ დესერტი არ მიეკროს ხელებსა და ჭურჭელს. შაქრის პუდრის გარდა შეგიძლიათ ქოქოსის ფანტელებიც გამოიყენოთ. რაჰათ-ლუჰუმს უხსოვარი დროიდან აჩუქებდნენ, როგორც ლამაზ და ორიგინალურ საჩუქარს.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი სხვა ტკბილის მოყვარულებსაც, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველას მოეწონება!