მთავარი კულინარია ბერძნული შოკოლადის ნამცხვარი

ბერძნული შოკოლადის ნამცხვარი

by Keti

შოკოლატოპიტა – ტრადიციული ბერძნული შოკოლადის ნაწილია. მისი ყოველი ნამცეცი პირში დნება, რადგან უნაზესი შოკოლადის მინანქრითაა გაჯერებული.

რეცეპტი იოლია და ხელმისაწვდომი, ყველაზე ძვირი ზეითუნის ზეთია. მისი შეცვლაც იმავე რაოდენობის მზესუმზირას ან სიმინდის ზეთით შეიძლება.

ზოგ რეცეპტში შოკოლადის მინანქარს შაქრის სეროფს ამატებენ, არომატული ლიქიორის ან ბრენდის ნარევით. ეს უგემრიელესი ვარიანტია ტკბილეულის მოყვარულთათვის.

ინგრედიენტები

  • 200 გ მწარე შოკოლადი
  • 200 გ ყავისფერი შაქარი
  • 120 გ ხორბლის ფქვილი
  • 160 მლ ზეითუნის ზეთი
  • 4 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 120 გ ნიგოზი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 100 გ შავი შოკოლადი
  • 100 მლ ნაღები

მომზადება

1. შოკოლადი წყლის აბაზანაზე გაადნეთ, დაამატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი, შაქარი, ზეთი. აურიეთ. დაამატეთ თითო კვერცხის გული თანდათან და ათქვიფეთ გაფუებამდე.

2. დაამატეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი. აურიეთ

3. მასა ზეთმოსხმულ ფორმაში გადაასხით, გამოაცხეთ 180 გრადსზე 30 წუთით.

4. გაადნეთ შავი შოკოლადი წყლის აბაზანაზე, ჩაასხით ნაღები, აურიეთ. გააცხელეთ 1 წუთის განმავლობაში.

5. გამომცხვარი ტორტი ღუმელიდან გამოიღეთ, დაჭერით და მოასხით შოკოლადი.

ნამცხვარი მიირთვით ნაყინთან ერთად. საბერძნეთში სუფრაზე დგამენ იოგურტიან ფიალას, რათა გემოთა კონტრასტი შეიგრძნონ. თქვენ აღგაფრთოვანებთ ნამცხვრის სტრუქტურა და არომატი. გასინჯეთ რეცეპტი გა გაუზიარეთ ის მეგობრებს!