მთავარი კულინარია უგემრიელესი ფუნთუშა ,,სააღდგომო გვირგვინი”

უგემრიელესი ფუნთუშა ,,სააღდგომო გვირგვინი”

by Keti

ფუნთუშების ბევრი რეცეპტი არსებიბს: ვაშლის, ხაჭოს, იტალიური… ზოგი დიასახლისი უფრო შორსაც წავიდა და გემრიელი ვარიაციები მოიგონა, მაგალითად, სააღდგომო ნამცხვარი ,,ყვავილი” და ფუნთუშა გვირგვინის ფორმით.

,,სააღდგომო გვირგვინი” ნიგვზის შიგთავსით ელეგანტური და მარტივი გასაკეთებელია, გამოდის ფუმფულა, რბილი, ნაზი.

ინგრედიენტები

  • 210 მლ რძე
  • 4 გ საფუარი
  • 310 გ ფქვილი
  • 250 გ ნიგოზი
  • 125 გ შაქარი
  • 1,5 კვერცხი
  • 90 გ კარაქი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 150 გ შაქრის პუდრა
  • 3 ს.კ. წყალი

მომზადება

1. ცომი. 150 მლ თბილ რძეში გახსენით 4 გ მშრალი ან 12 გ დაპრესილი საფუარი.

2. შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი, 1 კვერცხი და საფუარიანი რძე. ბოლოს დაამატეთ 30 გ გამლღვალი კარაქი. აურიეთ. დატოვეთ 2 საათი ცომის ამოსასვლელად. გადაზილეთ ერთხელ.

3. შიგთავსი. დაჭერით ნიგოზი წვრილად, შეურიეთ დარიჩინსა და 75 გ შაქარს.

4. აადუღეთ 60 გ კარაქი და 60 მლ რძე. შეურიეთ ნიგოზს. დაამატეთ 0,5 ათქვეფილი კვერცხი.

5. მზა ცომი გააბრტყელეთ 2 მლ სისქის ფირფიტად. დაალაგეთ ნიგვზის შიგთავსი და გადაახვიეთ რულეტისებურად. მოათავსეთ კექსის მრგვალ ფორმაში და დაელოდეთ, სანამ ცომი 2ჯერ გაიზრდება.

6. გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე, გამოაცხეთ 35-40 წუთით.

7. მზა ფუნთუშა მორთეთ შაქრიანი მინანქრით. შეურიეთ გაცრილი შაქრის პუდრა ცხელ წყალს, ათქვიფეთ მიქსერით. როცა გაცივდება, წაუსვით ნამცხვარს.

სადღესასწაულო ფუნთუშა, კექსი და რულეტი ერთად გამოცხვა. გაუმასპინძლდით ახლობლებს უჩვეულო დესერტით სააღდგომო დღესასწაულზე. მათ ასეთი ნამდვილად არ გაუსინჯავთ! გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც!