მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ მინანქარი პასკისთვის

როგორ მოვამზადოთ მინანქარი პასკისთვის

by Keti

ყველას სურვილია, სააღდგომო პასკა  გემრიელი და ლამაზი გამოვიდეს. ის ხომ დღესასწაულის ნამდვილი და მთავარი სიმბოლოა. შაქრის თეთრი მინანქარი პასკაზე  არამარტო მორთულობაა, არამედ საკრალური დატვირთვაც აქვს. თეთრი ხომ სიწმინდის სიმბოლოა.

ბევრი დიასახლისი შეხვედრია პრობლემას მინანქრის კეთების დროს: ისეთი არ გამოდის, როგორიც გვსურს: ან წვეთავს, ან არ იყინება… ჩვენ შევარჩიეთ პასკის მინანქრის ყველაზე წარმატებული რეცეპტი და გაგიზიარებთ თქვენც.

ინგრედიენტები

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • 1-2 ჩაის კოვზი ლომონის წვენი
  • 200-250 გრამი შაქრის პუდრა

მომზადება

1. ღრმა თასში ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხის ცილა  ქაფის წარმოქმნამდე.

2. დაამატეთ შაქრის პუდრის ნახევარი და აურიეთ. ჩაასხით ლიმონის წვენი. უნდა მიიღოთ ლამაზი თეთრი ფერი.

3. თანდათანობით დაამატეთ დარჩენილი შაქრის პუდრა და გააგრძელეთ თქვეფა ჩანგლით ან დაბალ სიჩქარეზე დაყენებული მიქსერით. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ დაამატოთ საღებავი.

4. წაუსვით მინანქარი ოდნავ გაციებულ ( მაგრამ ისევ ცხელ პასკას).

მინანქარი გამოდის შესანიშნავი კონსისტენციის: არ წვეთავს, არ იმტვრევა.

თქვენც სცადეთ მინანქრის გაკეთება ამ რეცეპტით. კომენტარებში ველით  გამოხმაურებას.