866
გაზაფხული, ზაფხული, თბილი შემოდგომა… ყველა სეზონი იდეალურია ბუნებაში დასასვენებლად. ბუნებაში გასვლას კი პიკნიკი უხდება, პიკნიკს – მწვადი. მაგრამ ბევრი ხორცს არ გეახლებათ. მათთვის სპეციალური შეთავაზება გვაქვს – მწვადი ხახვისგან.
თუ მწვადის მოყვარული ხართ, ეს კერძი გარნირად გამოგადგებათ. წაიღეთ ბუნებაში 5-6 ხახვი და შამფურები. მიირთვით ხორცთან ერთად ან მის გარეშე, ორივე შემთხვევაში ძალიან ისიამოვნებთ.
- 5 წითელი ხახვი
- 2 ს.კ. ზეთი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 3 ს.კ. სოიოს სოუსი
- 0,5 ჩ.კ. თეთრი პილპილი
მომზადება
- გაფცქვენით ხახვი და დაჭერით სასურველ ფორმებად.
- აურიეთ ჯამში ზეთი, ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი და თეთრი პილპილი.
- ჩააწყვეთ მასაში ხახვის ნაჭრები და დატოვეთ 15 წუთი დასამარინადებლად.
- წამოაცვით ხახვები შამფურზე, ეცადეთ ნაჭრები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ იყოს.
- შეწვით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, თან მუდმივად გადააბრუნეთ. ხახვი მზად იქნება, როცა ნაჭრები აფუებას/გაზრდას დაიწყებს.
- ჩააწყვეთ ნაჭრები დარჩენილ სოუსში, რათა ნარევი შიგნითაც მოხვდეს. გააჩერეთ კიდევ 5 წუთი და მიირთვით!
შემწვარი, არომატული და წვნიანი ხახვი მწვადს უსაზღვროდ უხდება. ის ცალკეც უგემრიელესია. ასეთი ხახვის მომზადება ღუმელშიც შეგიძლიათ, სახლის პირობებში.
გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი პიკნიკის მოყვარულ მეგობრებს!