ხშირად, იდეალური რეცეპტის მიხედვით მომზადების შემდეგაც კი, ბისკვიტი შეიძლება არ გამოგივიდეთ – ჩავარდეს ან არათანაბრად ამოიწიოს.
გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომელთა გამოყენებით იდეალური ბისკვიტი გამოგივათ -მაღალი და თანაბარი.
ბისკვიტის საიდუმლოებანი
უნივერსალური რეცეპტისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
- 6 კვერცხი
- 210 გ შაქარი
- 130 გ ფქვილი
- 2 გ ვანილინი
მომზადება
- განაცალკევეთ ცილები და გულები ერთმანეთისგან. გულები ათქვიფეთ 100 გ შაქართან და ვანილთან ერთად, მასა მოცულობაში უნდა გაიზარდოს და გათეთრდეს.
- ცილა ათქვიფეთ მშრალ ჭურჭელში, თანდათან უმატეთ სიჩქარეს. როდესაც შესქელდება, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და თქვიფეთ, სანამ ქაფი არ გამაგრდება.
- ცილის მასის მესამედი დაამატეთ გულებს და აურიეთ დიდი კოვზით. კარგად გაცერით ფქვილი (2-3 ჯერ) და დაამატეთ გულისა და ცილის ნარევს. ფრთხილად მოზილეთ ცომი, დაამატეთ დარჩენილი ცილა და კვლავ კარგად აურიეთ. ცომი მზადაა!
საიდუმლო 1 – ბისკვიტის ცხობისთვის საჭირო ტემპერატურა
ცხობის ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 170-180 გრადუსი, დრო 40-60 წუთი. ეს სხვაობა დამოკიდებულია ღუმელის ტიპზე. თუ გაითვალისწინებთ მეორე რჩევას, გამოცხობის დრო 5- 10 წუთით გაიზრდება, თუმცა ეს უმნიშვნელო საფასურია იდეალური ბისკვიტისთვის.
საიდუმლო 2 – ფოლგა
თანაბარი ბისკვიტის მისაღებად, ცომი ცივ ღუმელში უნდა შედგათ და დააფაროთ პერფორირებული ფოლგა. თუ ჩვეულებრივი ფოლგა გაქვთ, დაჩხვლიტეთ ის ნემსით.
საიდუმლო 3 – მოთმინება
არავითარ შემთხვევაში არ გააღოთ ღუმელი ცხობის დამთავრებამდე და არ გამოიღოთ ბისკვიტი გამოცხობისთანავე. ეს გამოიწვევს მის ჩავარდნას და გამკვრივებას. როცა მომზადდება, გამოაღეთ ღუმელი და დატოვეთ ასე 10 წუთი. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და დადგით კვლავ 10 წუთი. ამის შემდეგ შეგიძლიათ მისი გამოღება ფორმიდან.
გააკეთეთ ბისკვიტი ჩვენი რეცეპტით და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.