635
ბიგოსი, იგივე ბიგუსი, აღმოსავლეთევროპული კერძია, კერძოდ, მას უკავშირებენ პოლონეთს. თუმცა სადაურიც არ უნდა იყოს , ძალიან გემრიელია. მზადდება ხორცისა და კომბოსტოსგან. მზა კერძი არის სქელი, მომჟაო გემოთი და შებოლილის სუნით. გემრიელია!
ინგრედიენტები
- 400 ს საქონლის ხორცი
- 2 ხახვი
- 2 პომიდორი
- 1 კგ თეთრი კომბოსტო
- 1 ცალი სტაფილო
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით ხორცი კუბებად. შეგიძლიათ როგორც საქონლის, ასევე ღორის ხორცის გამოყენება.
- გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ ხორცი. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ 8 წუთი. დაჭერით სტაფილო ზოლებად, დაამატეთ ისიც ხორცს და კვლავ 8 წუთი შუშეთ. მოაყარეთ პილპილი და აურიეთ.
- დაჭერით პომიდორი წვრილად, ჩაყარეთ ხორცთან და შუშეთ 5 წუთი.
- დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და ხელით აურიეთ. დააცადეთ წვენის გამოსვლა. ჩაყარეთ კომბოსტო ხორციან მასაში, დაახურეთ და შუშეთ 50-60 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ.
- მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში ან სხვა მწვანილი.
ბიგოსთან ერთად სუფრაზე მიაქვთ თეთრი ან შავი გახუხული პური. ამ კერძს ძალიან უხდება ალკოჰოლიანი სასმელები.
გემრიელად მიირთვით!