მთავარი კულინარია ქათმის ლორი ქილაში

ქათმის ლორი ქილაში

by Keti

გსურთ სახლის პირობებში მოამზადოთ ნამდვილი დელიკატესი სულ რაღაც 1 საათში? ასეთია ქათმის ხორცი თუნუქის ყუთში. უჩვეულოდ ჟღერს, თუმცა გამოდის შესანიშნავი გემოსი. ხორცი არის ნაზი და დიეტური, ყოველგვარი საღებავისა და კონსერვანტის გარეშე. სცადეთ, არ ინანებთ!

ინგრედიენტები

  • 600 გ ქათმის ფილე
  • 1 ჩ.კ. იტალიური ბალახი
  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ფილე და დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაამატეთ მშრალი, სწრაფადხსნადი ჟელატინი, იტალიური ბალახი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და დატოვეთ 20 წუთი.

2. ჩადეთ ხორცი გამოსაცხობ სახელოში, შეკარით ძაფით და კარგად ჩატენეთ თუნუქის ქილაში.

3. ღუმელი გაახურეთ 190 გრადუსამდე. აცხვეთ 50 წუთის განმავლობაში. ქილის ქვეშ შეგიძლიათ დადოთ თეფში.

4. როდესაც მომზადდება, გააციეთ და შედგით მაცივარში 12 საათით.

დელიკატესი მზადაა. არ შეგეშინდეთ მშრალი ჟელატინის გამოყენების, ხორცი მომზადებისას გამოყოფს წვენს, ჟელატინი გაიხსნება, შემდეგ კი გაიყინება.

მოგეწონათ რეცეპტი? გაუზიარეთ სხვებსაც.