მთავარი სილამაზე თმის შეღებვის 30 ვარიანტი ქერებისთვის, შავგვრემნებისთვისა და წითურებისთვის

თმის შეღებვის 30 ვარიანტი ქერებისთვის, შავგვრემნებისთვისა და წითურებისთვის

by Keti

ფსიქოლოგემი ამტკიცებენ, რომ ქალების უმრავლესობა თმას იჭრის, იხვევს, იღებავს არამხოლოდ უკეთესი ვიზუალისთვის, არამედ ისინი ამით სტრესისგანაც თავისუფლდებიან. გარეგნობის ცვლილება არის ქვეცნობიერი სურვილი ცხოვრებისეული ცვლილებებისკენაც.

თმის შეღებვა საღებავით

ყოველწლიურად თმის შეღებვის ახალი ვარიანტი ჩნდება, მოდურად რომ გამოვიყურებოდეთ, ტენდენციებში უნდა ვერკვეოდეთ. ჩვენ მოგიმზადეთ თმის შეღებვის 30 შესანიშნავი მაგალითი ქერებისთვის, შავგვრემნებისთვისა და წითურებისთვის. ნახეთ და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი თითოეულ სტილში.

1. წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო მეთოდებს ქერებისთვის, რომელიც მოდაში იყო 2017 წელს.

ჰოლივუდში ბევრი ქერაა, მაგრამ მოდას ვარსკვლავები ქმნიან. მაგალითად, ცნობილი ქერა მარგო რობი თმის მუქ ძირებს შეუღებავს იტოვებს, ჯენიფერ ლოურენსი და ქენდის სვეინპოლი კი – თმას პლატინისფრად იღებავენ.

თმის შეღებვის თანამედროვე ვარიანტები ტრადიციულებს ეყრდნობა. ეს არის მოთეთრო-მოყვითალო და მბზინვარე კულულები.

ასეთი შედეგი მიიღწევა ერთ ფერად პალიტრაში სხვადასხვა შეფერილობის კომბინაციით: მწარე შოკოლადისა და ტყის თხილის ფერიდან ოქროსფერ, ხორბლისფერ და ვერცხლისფრამდე.

მუქი ძირები ტრენდი გახდა მრავალი სელებრითის მიერ. მაგალითად, კარა დელვინი და ქლოა მოეცი ზუსტად ასე იღებავენ თმას.

2. თუ შავგვრემანი ხარ და გსურს ცვლილებები, შეხედეთ ფოტოებს.

თმის სტილის განახლება შეიძლება სხვაფრად შეღებვის გარეშეც. მაგალითად, სხვადასხვა შესაბამისი ტონის შერევით, რომლებიც მზით განათებული თმის ეფექტს ქმნის.

ჰოლივუდში ბევრია გატაცებული სპილინძისფერით. ამის მაგალითია სელენა გომესის თმა.

შავი თმისთვის შესანიშნავია კლასიკური ომბრე, შოკოლადის, ცეცხლისფერი ან ღია ტონებით. ასევე ლურჯი, ვარდისფერი, ზურმუხტისფერი და იისფერი.

თანამედროვე ტექნიკაა მელირებისა და ტონირების სიმბიოზი. მაგრამ არა სტანდარტული შავ-თეთრი შერევით, არამედ ბუნებრივი ფერების ერთობლიობით. გადასვლები თანდათანობითი და რბილია.

3. წითურ თმას ყველაზე მეტი ფერი უხდება. ყველაზე ეფექტურია ტექნიკები – შატუში და ბალაიაჟი. ომბრე არ გამოდგება, რადგან მკვეთრი გადასვლები უადგილო იქნება.

მგონი, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება თბილი, წითური და თბილი მელნისფერი ფერების კომბინაცია.

მთავარი ღირსება არის ის, რომ შეღებვის სხვადასხვა მეთოდი თმას მთელ სიგრძეზე უნარჩუნებს სტრუქტურას.

თმის შეღებვა არის პრაქტიკულად საკრალური საიდუმლო, რომელსაც შინაგანი პიროვნება გვკარნახობს. გარეგნული ცვლილებების შემდეგ, გარესამყაროც ნათელი და ლამაზი ჩანს. ეს მოდური მეთოდები განკუთვნილია სწრაფი და ეფექტური გარდაქმნისთვის.

აჩვენეთ მეგობრებს შესანიშნავი მაგალითები და გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებებიც მათ!