მთავარი ჯანმრთელობა რა მოუვა თქვენს ორგანიზმს თუკი ყოველდღე 3 ცალ ფინიკს შეჭამთ?

რა მოუვა თქვენს ორგანიზმს თუკი ყოველდღე 3 ცალ ფინიკს შეჭამთ?

by Keti

ფინიკი სუპერსაჭმელად არ მიიჩნევა, მაგრამ ახლოს დგას ამ ტერმინთან. ისინი იმდენ სასარგებლო თვისებას შეიცავენ, რომ თითქმის აუცილებელიც კია მათი მირთმევა ჩვენთვის. ამას დამატებული ის ტკბილი და გემრიელი პროდუქტია. მიირთვით კვირის ყოველ დღეს ეს ხილი და ორგანიზმი ამისთვის მადლობას გადაგიხდით!

1. გაგიუმჯობესდებათ ძვლების ჯანმრთელობა

ჩრდილოეთ დაკოტას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯული გარდენ-რობინსონი აცხადებს, რომ ფინიკი შეიცავს ბორს, რაც ძვლებს ამტკიცებს. მორიგი კვლევა კი იუწყება, რომ ფინიკში შემავალი ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი ასევე აძლიერებს ძვლების მუშაობას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.

2. საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება

ფინიკში შემავალი ბოჭკოები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბრიტანული კვებითი ჟურნალის კვლევის მიხედვით, ვინც რეგულარულად მიირთმევს ფინიკს, გაცილებით მოწესრიგებული აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემა.

3. ებრძვის სტრესს და დეპრესიას

ფინიკი ვიტამინ B6-ს შეიცავს, ეს კი ორგანიზმში სეროტონინისა და ნორეპინეფრინის დონეს ზრდის, ეს ორი ჰორმონი კი თავის მხრივ ტვინს აჯანსაღებს, არეგულირებს განწყობას და ებრძვის სტრესს.

4. გვაძლევს დამატებით ენერგიას

ბოჭკოებით, კალიუმით, მაგნიუმით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ფინიკი იდეალური ხემსია. ჭამის შუალედებში მიირთვით რამდენიმე ცალი და ენერგია საგრძნობლად მოგემატებათ, გაიზრდება შრომისუნარიანობა და გახდებით უფრო პროდუქტიულები.

5. ახდენს გულის დაავადებების პრევენციას

ფინიკი ზრდის ტრიგლიცერიდის დონეს და ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, ანუ ებრძვის გულის დაავადებებისა და ათეროსკლეროზის მთავარ რისკ-ფაქტორებს.

6. ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს

ფინიკი იცავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ნაწლავებს კი მავნე ბაქტერიებისგან ასუფთავებს. ვინც რეგულარულად იღებს ფინიკს, თითქმის არ წუხდება ნაწლავის კიბოს გამომწვევი ბაქტერიების შემოტევისგან.

7. ამცირებს სეზონური ალერგიის სიმპტომებს

სეზონური ალერგიული რინიტებისგან მხოლოდ შეერთებულ შტატებში 30 მილიონი ადამიანი იტანჯება. თუმცა ფინიკს ამაზეც დადებითი გავლენა აქვს და მკვეთრად ამცირებს მის სიმპტომებს.

8. ხელს უწყობს წონის კლებას

ფინიკი წონის კლებაშიც გვეხმარება. მასში შემავალი ბოჭკოები დიდი ხნის განმავლობაში გვანაყრებს და არეგულირებს გლუკოზას სისხლში.

ფინიკი ასევე შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა: ანტოციანები, ფენილისები და კაროტინოიდები. მათ ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს, არეგულირებენ მეტაბოლიზმს და გვაშორებენ ზედმეტ კილოგრამებს.

გიყვართ ფინიკი? რამდენად ხშირად მიირთმევთ მათ? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი და გამოცდილება ამ საოცარი პროდუქტის შესახებ! სასარგებლო სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!