რა სჯობს სიცხეში ცივ ბურახს. ეს სასმელი ყველას უყვარს, მაგრამ ნაკლებად ამზადებენ სახლში. არადა ასე გაცილებით გემრიელია და სასარგებლო.
ჭვავის ბურახი ძალიან სასარგებლოა. ის დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კარგად კლავს წყურვილს.
ბურახი მზადდება უჟანგავ ჭურჭელში. ეს შეიძლება იყოს ემალი ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი. გამოდგება 3 ლიტრიანი მინის ქილაც.
ინგრედიენტები
- 300 გ ჭვავის პური (შავი)
- 3-4 ლ წყალი
- 10-15 ს.კ. შაქარი
- 2 ს.კ. ქიშმიში
მომზადება
- დაჭერით პური, გამოაშრეთ ღუმელში. არ დაწვათ, თორემ ბურახი გამწარდება.
2. ცივი ორცხობილა გადაიტანეთ მოსამზადებლ ჭურჭელში.
3. აადუღეთ წყალი, გახსენით შაქარი. გააციეთ, დაასხით ორცხობილას, დაამატეთ ქიშმიში.
4. დააფარეთ ჭურჭელს ბამბის ხელსახოცი ან მარლა. დატოვეთ 24 სთ. შემდეგ ის აქაფდება და ამოიწევს. თუ ეს არ მოხდა, ესე იგი, პური უხარისხო იყო და საფუარი უნდა დაამატოთ.
შეურიეთ 2 ს.კ. გაფუებული ორცხობილა და 0,5 ჭიქა წყალი. დაამატეთ 1 ს.კ. შაქარი და 5 გ საფუარი. აურიეთ და დატოვეთ. შემდეგ გადაასხით ბურახში.
5. ორცხობილა რომ აქაფდება, ბურახი 2-3 დღის შემდეგ მომზადდება.
6. მზა ბურახი გადაწურეთ სამფენა მარლაში, გააციეთ. დატკბით ამ საოცარი სასმელით.
7. ნახევარი ორცხობილა დატოვეთ. დაამატეთ მას ახალგამომშრალი ორცხობილა, 4 ს.კ. შაქარი და 1 ს.კ. ქიშმიში. დაასხით წყალი და დატოვეთ დილამდე. დილას ახალი პორცია მზად იქნება. იმეორეთ პროცესი, სანამ ბურახი არ მოგბეზრდებათ!
ბურახს შეუძლია დილის ყავა შეცვალოს, ის გამამხნევებელი და უკოფეინო სასმელია.
მოგეწონათ რეცეპტი? გაუზიარეთ ის მეგობრებს! ზაფხულის სიცხეში მათაც გამოადგებათ ეს რეცეპტი!