სუფლე ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ”ჰაერით სავსეს” ნიშნავს. მართლაც, ეს კერძი ღრუბელს გვაგონებს.
ქათმის სუფლეს რეცეპტი საკმაოდ მარტივია. მასა სოდისა და გამაფხვიერებლის გარეშეც საკმაოდ ჰაეროვანი გამოდის. ზუსტად მიყევით მითითებებს და გამოგივათ.
ინგრედიენტები
- 600 გ ქათმის ფილე
- 300 გ ყვავილოვანი კომბოსტო
- 200 მლ რძე
- 2 ს.კ. ფქვილი
- 1 ცალი სტაფილო
- 1 ს.კ. კარაქი
- 2 კვერცხი
- 2 ს.კ. ზეთი
- მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება
- გაფცქვენით სტაფილო და დაჭერით, დაშალეთ ყვავილოვანი კომბოსტო. ორივე ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე, დაამატეთ მარილი და მოხარშეთ.
2. გადაწურეთ წყალი, გააგრილეთ ბოსტნეული. დაამატეთ კარაქი და აურიეთ ბლენდერში პიურისებური მასის მიღებისთვის.
3. გაატარეთ ფილე ხორცსაკეპში. დაამატეთ სტაფილოსა და კომბოსტოს მასას. აურიეთ.
4. აურიეთ კვერცხი და რძე. დაამატეთ ფქვილი. გადაასხით ბოსტნეულთან, დაამატეთ მარილი, პილპილი. აურიეთ.
5. გამოაცხეთ ქათმის სუფლე 200 გრადუსზე 30 წუთით.
ათი წუთის შემდეგ პორციებად დაყოფილი კერძი ჭიქებში ამოიწევს და გახდება ჰაეროვანი მასა. შეგიძლიათ სუფრასთან მიიტანოთ სახლის სოუსით და მორთოთ მწვანილით. მოამზადეთ და აიძულეთ სტუმრებს იმკითხაონ, თუ რისგან მოამზადეთ ეს შესანიშნავი კერძი!