მთავარი კულინარია ბადრიჯანი ნივრით

ბადრიჯანი ნივრით

by Keti

ადგილობრივი ბადრიჯნის სეზონია და ყველას გირჩევთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს თვეები და მიირთვათ ამ დაბალკალორიული ბოსტნეულით მიმზადებული სხვადასხვა კერძი.

დღეს გთავაზობთ ებრაული სამზარეულოს გამორჩეულ კერძს – ხაცილიმს, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს ბადრიჯნის პიურეს ხახვით, ნივრითა და სეზამის მარცვლებით. ბადრიჯნისგან მომზადებული ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

ინგრედიენტები ხაცილიმისთვის

  •  3 დიდი ბადრიჯანი
  • 1 ხახვი
  • 1/2 ლიმონი
  • 3 კბილი ნიორი
  • 4 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები სეზამის პასტისთვის

  • 100 გ სეზამი
  • 3 ს. კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

1. ბადრიჯანი გარეცხეთ, დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას , შემოახვიეთ ფოლგა და შეწვით მაყალზე 20 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.

2. შეგიძლიათ გამოაცხოთ 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთის მნძილზე.

3. მზა ბადრიჯანი გაფცქვენით, წვენი გადაუღვარეთ და თვითონ მოათავსეთ ბლენდერის ჭურჭელში.

4. წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ. შემდეგ ისიც მოათავსეთ ბადრიჯანთან.

5. გამოწურეთ ლიმონისგან წვენი, ნიორი დაჭყლიტეთ და ისინიც მიამატეთ ბადრიჯნის მასას. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ათქვიფეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

6. მოვამზადოთ პასტა. სეზამი ჩაყარეთ ტაფაში და მოხალეთ, გააციეთ და დაფქვით ყავის საფქვავში. გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში და შეურიეთ ზეითუნის ზეთი. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.

7. ბადრიჯნის მასას შეურიეთ სეზამის პასტა.

ტრადიციული ებრაული კერძი სუფრასთან შეგიძლით მიიტანოთ როგორც თბილი, ასევე ცივი სახით.

როგორც ხედავთ ხაცილიმი საკმაოდ იოლი მოსამზადებელია. შეიძლება  მდიდრულად არ გამოიყურება, მაგრამ ძალიან გემრიელია. ყველაზე მეტად უხდება ტოსტის პურს.

გაუზიარეთ ეს საინტერესო რეცეპტი მეგობრებს სოცქსელში.