მილიონობით სხვადასხვა დიეტა არსებობს, მაგრამ ყველაზე მოქმედია პროფესიონალი დიეტოლოგების ან ფიტნეს მწვრთნელების მოგონილი. დღეს გთავაზობთ ცნობილი უკრაინელი მწვრთნელის ანიტა ლუცენკოს კვების სისტემას.
მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი დიეტის დაწყებამდე საჭიროა შემდეგი:
- გადაიღეთ ფოტოები დიეტამდე, შედეგების უკეთ დასანახად.
- მიაჩვიეთ ორგანიზმი ყოველ დილით არაგვიანეთ 06:30 საათისა გაიღვიძოს, რათა მეტი საქმის გაკეთება მოასწროთ.
- იპოვეთ დრო სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, მოდუნებისთვის.
- შეასრულეთ ყოველ დილით თუნდაც 1 ვარჯიში.
გარდა ამისა, დიეტას აკრძალვებიც აქვს. სრულად უნდა თქვათ უარი:
- თეთრ შაქარზე და შაქრის შემცვლელებზე
- ტკბილ სასმელებსა და ტკბილეულზე
- რძესა და ყავაზე
- თეთრ პურზე
- ცივ წყალზე
დაშვებული პროდუქტები
აუცილებლად მიიღეთ საკვები სულ მცირე 3ჯერ – საუზმე-სადილი-ვახშამი. დასაშვებია ხემსიც. მიიღეთ შემდეგი პროდუქტები:
- თევზი, ხორცი, კვერცხი, ქათამი, ღვიძლი, ტოფუ, ხაჭო, ლობიო, იოგურტი, კეფირი – დღეში 2ჯერ.
- ნებისმიერი ფაფა, ოსპი, ბასმატის ბრინჯი, ,,ხლებცი”, მაკარონი – სასურველია 5 საათამდე (დღეში 2ჯერ).
- დღეში მხოლოდ 1 ხილი, გარდა ბანანისა და ყურძნისა.
- არაუმეტეს 3 ცალი ჩირისა დღეში.
- დღეში 2ჯერ ბოსტნეული, ნებისმიერი სახით.
- 1 ჩ.კ. თაფლი.
არ დაივიწყოთ თბილი წყლის სმა. ის ნაწლავებს ააქტიურებს და აცხრობს მადას, გამოაქვს შლაკები და ტოქსინები.
ანიტას 1 დღის მენიუ
ვარიანტი პირველი
საუზმე: 2 თოხლო კვერცხი, 2 მსხვილად დაღერღილი პურის ნაჭერი, 150 გ ახალი ბოსტნეული
ხემსი: 1 ხილი, 20 გ კაკალი.
სადილი: 100 გ წიწიბურა, 200 გ გამომცხვარი ბოსტნეული, 40 გ ფეტა ან ბრინზა
ვახშამი: 100 გ მოხარშული ხბო, 250 გ რატატუი (ბოსტნეულის რაგუ).
ვარიანტი მეორე
საუზმე: 3 ს.კ. შვრია, 100 მლ ნარურალური იოგურტი, ხილი.
ხემსი: 150 გ ხაჭო, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. სელის თესლი.
სადილი: 1 გამომცხვარი კარტოფილი, 150 გ ბოსტნეულის სალათა, 150 მლ ბროკოლის კრემ-სუფი.
ვახშამი: 100 გ გამომცხვარი თევზი, 200 გ ბოსტნეულის რაგუ, 50 გ მზა ბულგური
თქვენ შეგიძლიათ თქვენი ვარიანტების მომზადება, მთავარია, დაშვებული პროდუქტების გამოყენება.
მთავარი ფაქტორი ანიტასთვის კარგი განწყობა და მადლიერებაა იმისთვის, რაც გვაქვს. გალამაზდით ყოველდღიურად და გაუზიარეთ მეგობრებს ეს საინტერესო მასალა!