962
ინგრედიენტები:
- საშუალო ზომის ქათამი – 1ც.
- ხახვი – 50გრ.
- მწვანილი – 50გრ.
- ლიმონი – 1ც.
- მაკარონი “ვარსკვლავი” – 100გრ.
- კვერცხის გული – 2ც.
- მარილი – გემოვნებით
მომზადება:
გაასუფთავეთ ქათამი კარგად, ჩადეთ ქვაბში, დაასხით 12 ჭიქა წყალი და დაუმატეთ ხახვი და მწვანილი. ადუღეთ და ეტაპობრივად მოხადეთ ქაფი. დაუმატეთ შუაზე გადაჭრილი ლიმონი და ადურეთ კიდევ 1 საათი. ამის შემდეგ ამოიღეთ ქათამი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ბულიონს კი დაუმატეთ მაკარონი. როცა მოიხარშება, ბულიონიდან ამოიღეთ ხახვი და ლიმონი, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და დაჭრილი ქათამი, აურიეთ კარგად. მიირთვით ულუფებად.