მთავარი ჯანმრთელობა გაეცანით გარგარის სასარგებლო თვისებებს და შეხვდით ზაფხულს ჯანმრთელად

გაეცანით გარგარის სასარგებლო თვისებებს და შეხვდით ზაფხულს ჯანმრთელად

by Keti

ღვიძლის დაავადებებზე ყველას ბავშვობიდან გვსმენია, მაგრამ გვგონია, რომ ჩვენ ეს არ შეგხვეხება. არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანების 30%მა არც კი იცის საკუთარი დიაგნოზის შესახებ. მკურნალობის სწორი გზა მედიკამენტოზურია, თან ბუნებრივი პროდუქტების ძალაც უნდა დავაფასოთ. ერთ-ერთი ასეთი გარგარია.

კაშკაშა ტკბილ-მჟავე და არომატული ხილი ხშირად დესერტების, სოუსების შემადგენლად გამოიყენება. თუმცა გაცილებით უკეთესია, მიიღოთ ის ცალკე ახალი ან ჩირის სახით. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ღვიძლისთვის.

გარგარის სარგებლობა ღვიძლისთვის

გარგარის სარგებლიანობის მთავარი თავისებურება მდგომარეობს პექტინში, რომელსაც დიდი რაიდენობით შეიცავს ეს ხილი.

მას აქვს უნიკალური თვისება, გააუვნებელყოს პესტიციდები, მძიმე ლითონების იონები და სხვა მავნე ნივთიერებები. პექტინი ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონესაც ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, გარგარსა და კურაგას დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ჩვენს რაციონში.

გარგარის სასარგებლო ჯიშები

სასარგებლოა მისი ყველა ჯიში. ყოველი მათგანი ნამდვილი ვიტამინური ბომბაა, თუმცა ღვიძლის დაავადებების დროს უპირატესობა მჟავე სახეობებს მიანიჭეთ.

ახალი და მშრალი ნაყოფის გარდა მიირთვით გარგარის სმუზები და წვენი. თუმცა გადაჭარბებული მიღება, მჟავიანობის გამო, ზოგჯერ კუჭის კედლებს აზიანებს.

ღვიძლის დაავადებების დროს აუცილებელია დიეტა, განსაკუთრებით გამწვავებებისას. თუმცა უკიდურესობა არც აქაა საჭირო, 3 კვირა საკმარისია. გარგარის გარდა მენიუში შავი ქლიავი, გამომცხვარი ვაშლი, უწიპწო ქიშმიში, თაფლი დაამატეთ. ჯანმრთელი ღვიძლი მინიმალური ალკოჰოლი, ნაკლები შემწვარი საკვები და მეტი გარგარია.

მზად ხართ, რომ შეცვალოთ თქვენი რაციონი? გაუზიარეთ მეგობრებსაც ეს სასარგებლო სტატია და გაიგეთ მათი აზრიც ამის შესახებ!