მთავარი ჯანმრთელობა მეცნიერები ამბობენ, რომ ინტენსიური სირბილი მავნეა ჯანმრთელობისთვის

მეცნიერები ამბობენ, რომ ინტენსიური სირბილი მავნეა ჯანმრთელობისთვის

by Keti

სირბილი კარგ კარდიო ვარჯიშად ითვლება და ის ბევრს უყვარს. თუმცა ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საპირისპირო დაამტკიცეს.

აღმოჩნდა, რომ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ადამიანებში აღინიშნება, ვინც უმოძრაო ცხოვრებას ეწევა. და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს ინტენსიურად მორბენლებსაც ეხებათ.

ხშირი, დაძაბული სირბილი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ასე რომ, ან კვირაში რამდენჯერმე ირბინეთ ან საერთოდ შეცვალეთ ის სხვა ვარიანტებით:

1. აერობული ვარჯიშები

სირბილს იმიტომაც არჩევენ, რომ ის კარგი აერობული დატვირთვაა, მაგრამ მისი შეცვლა სხვა ვარჯიშებით შეიძლება. ადამიანს სჭირდება კვირაში 2,5 სთ ზომიერი აერობული დატვირთვა, ანუ, შეუძლია ივარჯიშოს 30-30 წთ, კვირაში 4ჯერ. გამოდგება სეირნობა ველოსიპედით ან სწრაფი სიარული.

2. გამძლეობის ვარჯიშები

მეცნიერები გვირჩევენ, ის აერობულ ვარჯიშებს შევუთავსოთ. ამტანობის ვარჯიშები არის ძალოვანი ვარჯიშები თავისუფალი წონით, ტრენაჟორებით და სხვა. შეასრულეთ ისინი კვირაში 2-3ჯერ.

3. წრიული ვარჯიში

ეს ვარჯიში აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმს. მწვრთნელები გვირჩევენ შევანაცვლოთ წრიული და აერობული ვარჯიშები ყოველკვირეულად.

4. ნიჩბოსნობა

სავარჯიშო დარბაზებში დგას სანიჩბოსნო ტრენაჟორები, რომლებიც უზრუნველყოფს საუკეთესო აერობულ დატვირთვას და კუნთოვან ზრდას.

5. იოგა

იოგა ზრდის ამტანობასა და მოქნილობას, ასევე ამშვიდებს გონებას. პერიოდულად იოგას შეგიძლიათ მთელი კვირა დაუთმოთ, მაგრამ უკეთესია, იოგას ერთი ვარჯიში ყოველ კვირა ჩართოთ ერთი დღის განრიგში.

გისურვებთ წარმატებას საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და თქვენი ოცნების სხეულის მოპოვებაში.