მთავარი ჯანმრთელობა ხელზე და მუცელზე კანი რომ არ ჩამოიწელოს, ვაკეთებ ამ ვარჯიშებს ყოველდილით

ხელზე და მუცელზე კანი რომ არ ჩამოიწელოს, ვაკეთებ ამ ვარჯიშებს ყოველდილით

by guramus

რაც არ უნდა მონდომებით ვახდენდეთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და სპორტის განვითარებას ქალებში,  დღეს მაინც არსებობს სტერეოტიპები, რომ გარკვეული ტიპის ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი.

ამ კატეგორიას მიეკუთვნება ხელის და მხრების ვარჯიშები. ბევრი გოგონა თვლის, რომ მსგავსი სავარჯიშოების შესრულება მხოლოდ მამრობითი სქესისთვისაა აუცილებელი, მაგრამ ისინი ცდებიან.

პირველ რიგში, ძალა ხელებში ძალიან პრაქტიკულია, ის ყველა ქალს გამოადგება. მეორე რიგში, ხელის ზუსტი კონტური ქალის განსაკუთრებულობას გამოკვეთს, მის სილუეტს უფრო სპორტულს და ესთეტიკურს ხდის.

ზოგიერთი სავარჯიშო გათვლილია არამხოლოდ ლამაზი და ჯანსაღი სხეულის ფორმირებაზე, არამედ ყურადღების კონცენტრაციის და თავის ტვინის მუშაობის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამგვარ ვარჯიშებზე მოგითხრობთ:

ხელების წრიული ბრუნვა. მსგავსი ვარჯიში მხრების სახსრებზე მოქმედებს. მისი მეშვეობით ადამიანის ფიზიკური ფორმა და განწყობა უმჯობესდება.

შესრულების ტექნიკა: დადგით ფეხები მხრების სიგანაზე და ოდნავ მოხარეთ. ქუსლებიდან გადმოვცემთ იმპულსურ მოძრაობას და ვიწყებთ ხელების ბრუნვას. გააკეთეთ 15 დატრიალება წინ, შემდეგ 15 დატრიალება უკან.

მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის შეგიძლიათ ხელები ერთდროულად სხვადასხვა მხარეს ატრიალოთ: მარჯვენა ხელი წინ, ხოლო მარცხენა უკან და შემდეგ პირიქით. თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ მალე, ტვინი მიეჩვევა.

მსგავსი ყოველდღიური ვარჯიშის წყალობით უმჯობესდება სისხლის მოძრაობა და ტვინის უჯრედების ფუნქციონირება, სწორდება კუნთოვანი ქსოვილი და ფილტვების მუშაობაც უკეთესი ხდება.

ამ სავარჯიშოს შესრულებით თავის ტვინის მუშაობის სინქრონიზაციას ახდენთ და ვესტიბულური აპარატი ტონუსში მოგყავთ. ამასთან, ასეთი სავარჯიშო მშვენიერი ხერხი ებრძოლოთ სტრესს და ცუდ განწყობას.

ამასთან, ეს სავარჯიშო არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას და შესაძლებელია სახლის პირობებში შეასრულოთ. ის კოსმონავტების მოსამზადებლადაც გამოიყენება და ოლიმპიური შეჯიბრების პროგრამაშიც შედის.

მსგავსი ვარჯიში ხელების სიმარჯვეს ავითარებს. ის მთელი მხრის სარტყმელს აიძულებს იმუშაოს. წრიული მოძრაობების შესრულებისას მუშაობს მკერდის, ზურგის და კისრის კუნთები. მისი წყალობით მკერდის არეში სხვადასხვა კუნთის ნაკლებობის აღმოფხვრა და კუნთოვანი მასის მომატება მიმდინარეობს.

ნელ ტემპში მსგავსი სავარჯიშოს შესრულების შემდეგ, შეგიძლიათ დატვირთვა ან ტემპი გაზარდოთ. შეგიძლიათ შესრულების დროს ზედატანიც ატრიალოთ.

ბურპი. ეს სავარჯიშო გახდომისთვის ძალიან ეფექტურია. ის პრაქტიკულად კუნთების ყველა ჯგუფს ავარჯიშებს, მაქსიმალურად ტვირთავს სხეულის ზედა ნაწილს (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხრებისა და ხელების არეში ჭარბი წონის ქალებისთვის) ის ზრდის მეტაბოლიზმს და მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ცხიმს წვავს.

შესრულების ტექნიკა: დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე დადგით. დაჯექით, ხელის გულები მიაჭირეთ იატაკს თქვენ წინ. ფეხის გულები იატაკს მოაშორეთ. აიზიდეთ ხელებით, ფეხები უკან გაჭიმეთ და მიიღოთ წოლის ფორმა. შეასრულეთ აზიდვები მკერდის და თეძოების იატაკთან მიახლოებით. უკან გადახტომით დაუბრუნდით ჯდომის მდგომარეობას. რაც შეიძლება მაღლა ახტით ხელები თავზე გაჭიმეთ.

უკანა დაჭიმვა. ეს სავარჯიშო ტრიცეპსის სუსტ კუნთებს ამაგრებს.შესრულების ტექნიკა: დაჯექით დივანზე და გაჭიმეთ ხელები თქვენ უკან. დუნდულა უკან დაუშვით. გააკეთეთ გაჭიმვა იმ მომენტამდე, სანამ მხრები იატაკის პარალელური არ გახდება, დაბრუნდით საწყის პოზიციაში. გააკეთეთ 10-15 გამეორება.ამ სავარჯიშოს წყალობით, ხელის კონტურები უფრო გაჭიმული და რელიეფური იქნება.