თუ სუფრაზე კერძების შერჩევა უკვე მარტივი პროცედურაა, დესერტები ყოველთვის რთულ საკითხს წარმოადგენს. გვსურს, რომ ის არამხოლოდ გემრიელი და ლამაზი იყოს, არამედ სასარგებლოც. ზაფხულში ეს დავალება უფრო რთულდება.
წარმოგიდგენთ 7 ცივ დესერტს, რომლებიც ხელმისაწვდომი და სასარგებლო ინგრედიენტებისგან შედგებიან და მოეწონებათ როგორც პატარებს, ასევე დიდებს. ისინი სრულიად უსაფრთხოა, რადგანაც ცხიამიან კრემს და სხვა სწრაფად გაფუჭებად პროდუქტებს არ შეიცავენ.
ხილის დესერტი
ინგრედიენტები
- 1 მსხალი
- 1 ფორთოხალი
- 1 ვაშლი
- 1 ბანანი
- 1 ნაყინი “პლომბირი”
- 2 ორცხობილა
- 1 ს. კ. არაჟანი
- 1 ს. კ. შესქელებული რძე
მომზადება
- ხილი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.
- ნაყინი ჩანგლით გაშალეთ და ორცხობილებთან აურიეთ.
- არაჟანი და შესქელებული რძე აურიეთ.
- ჭიქაში ფენებად მოათავსეთ ხილი: ვაშლი, შემდეგ ბანანი, მსხალი და ფორთოხალი. თითოეულ ფენას შორის ნაყინი მოათავსეთ.
- ზევიდან დაასხით არაჟნის და შესქელებული რძის ნაზავი. დატოვეთ საყინულეში 20 წუთით, შემდეგ კი სუფრასთან მიიტანეთ. ზევიდან შეგიძლიათ დაასხათ შოკოლადი ან მოაყაროთ დატეხილი ვაფლი.
ბანანისა და კარამელის დესერტი
ინგრედიენტები
- 2 ბანანი
- 175 გ შაქარი
- 50 გ სახამებელი
- 600 მლ რძ3
- 2 კვერცხი
- 100 გ ნაღების კარაქი
- 1 ჩ. კ. ვანილის შაქარი
- 10 ც ტკბილი კრეკერი
- კარამელის სოუსი
- ათქვეფილი ნაღები
მომზადება
- კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი. ცალკე ჭურჭელში აურიეთ 150 გ შაქარი, მარილი და სახამებელი. ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და სულ ურიეთ. გაათბეთ ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ გასქელებამდე.
- რამდენიმე სუფრის კოვზი კრემი აურიეთ ათქვეფილ კვერცხთან საგულდაგულოდ აურიეთ და გადაასხით უკან ქვაბში. აცალეთ წამოდუღება 1 წუთის მანძილზე მინიმალურ ცეცხლზე, არ დაგავიწყდეთ პერიოდულად მორევა.
- კრემი გადმოიღეთ გაზქურიდან და დაუმატეთ 2 ს. კ. დამდნარი ნაღების კარაქი და ვანილის შაქარი. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე არულ გაციებამდე.
- კრეკერი დაჭყლიტეთ ჯამში და აურიეთ დარჩენილ ნაღების კარაქთან და 1 ს. კ. შაქართან. მიღებული მასა თანაბარ ფენად მოათავსეთ ღუმელის ლანგარზე,რომელზეც პერგამენტის ქაღალდია გაშლილი. გამოაცხვეთ 10-12წთ 175 გრადუს ტემპერატურაზე, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. გააცივეთ.
- თითოეული პორციის ჭურჭელში მოათავსეთ დესერტი შემდეგი განლაგებით: ქვევით 2 ს. კ. ნაფხშვენები გამომცხვარი მასიდან, შემდეგ გაციებული კრემის ფენა, ბანანის რამდენიმე რგოლი, ათქვეფილი ნაღების ფენა, ზევიდან კიდე ნაფხშვენები და კარამელის სოუსი. გაიმეორეთ იქამდე, სანამ ჭურჭელი ფენებად არ შეივსება.
- დესერტი შეგიძლიათ მიართვათ სტუმრებს მაშინვე ან დატოვოთ მაცივარში 3 საათით, რომ გაცივდეს.
ხაჭო შოკოლადში
ინგრედიენტები
- 250 გ ხაჭო
- 100 გ შოკოლადი
- 2 ს. კ. შაქარი
- 1 კივი
- 50 გ ალუბალი
მომზადება
- შოკოლადი წყლიან ჭურჭელში ჩადგით და ცეცხლზე გაადნეთ. სილიკონის ფუნჯის დახმარებით სილიკონის ფორმებს წაუსვით. იცოდეთ, რომ ფენა ძალიან თხელი არ უნდა იყოს. მზა ფორმები მოათავსეთ საყინულეში რამდენიმე საათით.
- ხილი წვრილად დაჭერით. ხაჭო აურიეთ შაქართან ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ ფუმფულა ტექსტურა გსურთ, შეგიძლიათ ბლენდერით ათქვიფოთ.
- გამოიღეთ საყინულიდან შოკოლადის ფორმები და ყველა გაავსეთ. მორიგეობით ჩაალაგეთ ხილი და ხაჭო. ზევიდან დაასხით შოკოლადი.
- ხაჭოიანი ფორმები მოათავსეთ საყინულეში სრულ გაცივებამდე და სუფრასთან ცივი მიიტანეთ.
ხაჭოს დესერტი
ინგრედიენტები
- 300 გ ხაჭო
- 150 გ არაჟანი
- 2 ს. კ. შაქარი
- 1 ს. კ. ჟელატინი
- 1 ფორთოხალი
- 1 ბანანი
- 1 კივი
მომზადება
- ხაჭო არაჟნით და შაქრით ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ბლენდერით ან მიქსერით.
- ხილი გაასუფთავეთ და პატარა ნაჭრებადვდაჭერით.
- აადუღეთ 100 მლ წყალი, ოდნავ გააცივეთ და გახსენით მასშ8 ჟელატინი, მუდამ ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ის ხაჭოს მასას და საგულდაგულოდ აურიეთ.
- ფორმაში ჩააფინეთ საკვები პარკი და მორიგეობით დააწყვეთ ხილის და ხაჭოს ფენები, სანამ ყველა ინგრედიენტი არ დაგიმთავრდებათ. უკანასკნელი აუცილებლად ხაჭოს ფენა უნდა იყოს.
- დესერტი მაცივარში 1-2 სთ დატოვეთ. შემდეგ კი სუფრასთან მიიტანეთ.
ხილი ზეფირის კრემში
ინგრედიენტები
- 2–3 ზეფირი
- 200 მლ 20%-იანი ნაღები
- 200 გ მარწყვი
- 200 გ კივი
- 20 გ შოკოლადი
მომზადებ
- ზეფირი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ნაღებთან ერთად ათქვიფეთ ბლენდერში ერთგვაროვან მასამდე.
- მარწყვი და კივი დაჭერით კუბიკებად.
- ძირზე დადეთ მარწყვის ფენა, დაასხით კრემი დაუმატეთ კივის ფენა და ისევ კრემი. ზევიდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.
- მზა დესერტი ან მაშინვე მიირთვით ან მაცივარში 1 სთ გააჩერეთ.
ხაჭოს დესერტი ორცხობილათი
ინგრედიენტები
- 20ც. ტკბილი კრეკერი
- 1 ჩ. კ. ჟელატინი
- 400 გ ხაჭო
- 200 მლ ნაღები
- 2 ს. კ. შაქარი
- 1 ჩ. კ. ვანილის შაქარი
მომზადება
- ჟელატინს დაასხით ცივი წყალი, აცალეთ გაფუება, შემდეგ გაათბეთ ნელ ცეცხლზე სრულ გახსნამდე.
- ნაღები ათქვიფეთ ორივე სახეობის შაქართან და ჟელატინთან ერთად მიქსერით.
- ორცხობილა მოათავსეთ არა ღრმა ფორმის ძირში. მასა ზევიდან დაასხით და დარჩებილი ორცხობილა მოაყარეთ.
- დესერტი დატოვეთ მაცივარში 1 საათით, შემდეგ გამოიღეთ და მიტანამდე გახეხილი შოკოლადით მორთეთ.
შოკოლადის და ხაჭოს დესერტი
ინგრედიენტები
- 400 გ უცხიმო ხაჭო
- 100 მლ რძე
- 2 ს. კ. კაკაოს ფხვნილი
- 2 ჩ. კ. თაფლი
- 20 გ ჟელატინი
მომზადება
- ჟელატინი გახსენით ცივ წყლიან ჭიქაში და დატოვეთ 30-40წთ. შემოდგით ნელ ცეცხლზე და მუდამ ურიეთ, მიიყვანეთ მთლიანად გახსნამდე.
- რძე, ხაჭო, კაკაო და თაფლი ბლენდერის მეშვეობით ერთგვაროვან მასად აქციეთ. დაუმატეთ ჟელატინი და საგულდაგულოდ აურიეთ.
- ხაჭოს მასა ჩაასხით სილიკონის ფირმებში და მაცივარში სრულ გაციებამდე შედეთ. მაგიდაზე მიიტანეთ ცივი კენკრის მურაბასთან ან ცხელ შოკოლადთან ერთად.
ეს ყველა რეცეპტი მარტივად შეიძლება გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი საოჯახო ვახშმისთვის, ასევე დიდი წვეულებისა და დღესასწაულისთვის.