920
ახლახანს დაიწყო სიმინდის სეზონი და ამ პროდუქტის მოყვარულები სიხარულით აივსნენ. ახალგაზრდა სიმინდი მართლაც უამრავ სასარგებლო ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს. მათ შორისაა კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და სხვა.
ჩვეულებრივ როგორ ამზადებენ სიმინდს? ხარშავენ დიდ ქვაბში 3-5 წთ, შემდეგ ასხავენ წყალს, აყრიან მარილს და სურვილისამებრ უსმევენ ნაღების კარაქს. ეს სწრაფი გადაწყვეტილებაა. მაგრამ, ჩვენ ორიგინალურ რეცეპტებს გთავაზობთ. მიმართეთ ექსპერიმენტს!
სოუსი სიმინდით
ინგრედიენტები
- 4 სიმინდი
- 2 ხახვი
- 2 ბულგარული წიწაკა
- 2 კბილი ნიორი
- 1 წიწაკა ჩილი
- 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი
- 2 ჭიქა ვაშლის ძმარი
- 1 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი
- 0,5 ჭიქა შაქარი
- 2 ჩ. კ. მდოგვი
- 1 ჩ კ. ქურქუმა
- 2 ს. კ. სიმინდის ფქვილი
- 0,25 ჭიქა წყალი
მომზადება
- წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ მარცვლებისგან და ხახვთან ერთად კუბიკებად დაჭერით. წიწაკა ჩილი ასევე გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. ნიორიც დაჭყლიტეთ. სიმინდის დამარცვლეთ.
- გაზქურა გააცხელეთ 180 გრადუსზე. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ზეთში გამოსაცხობ ფორმაში. მოამზადეთ ნახევარი საათი, სანამ ნაზავი ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. გამოიღეთ და გააცივეთ.
- ორივე ძმარი, შაქარი, მდოგვი და ქურქუმა ღრმა ჭურჭელში აურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ, რათა შაქარი გაიხსნას. შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი და გადმოყარეთ წვენსაწურში ბოსტნეული.
- თუშეთ 25წთ, პერიოდულად ურიეთ. სიმინდის ფქვილი და წყალი აურიეთ და წვენსაწურში ჩაასხით. ამზადეთ კიდევ 5 წთ, სანამ სოუსი არ გასქელდება. მიატანეთ ცივი ხორცს ან ყველს.
სალათი სიმინდით და ავოკადოთი
ინგრედიენტები
- 2 სიმინდი
- 2 კიტრი
- 2 ავოკადო
- 0,5 ჭიქა ოხრახუში
- 1,5 ს. კ. ლიმნის წვენი
- 0,25 ჭიქა ზეითუნის ზეთი
- მარილი
- პილპილი
მომზადება
- სიმინდი მდუღარე წყალში 5 წთ ხარშეთ. შემდეგ დაასხით წყალი, გააცივეთ და მარცველბი მოაცალეთ. აურიეთ სიმინდი, მსხვილად დაჭრილი კიტრი, ოხრახუში და ავოკადო.
- ათქვიფეთ ზეითუნის ზეთი ლიმნის წვენთან, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მიუმატეთ მომზადებულ ნაზავს და აურიეთ.
სალათი სიმინდით ფეტათი და პიტნით
ინგრედიენტები
- 6 სიმინდი
- 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ. კ. ხმელი ჩილი
- 1 ჩ. კ. დიჟონური მდოგვი
- 100 მლ ზეითუნის ზეთი
- 2,5 თეთრი ღვინის ძმარი
- 0,5 პიტნა
- 150 გ ფეტა
- 4 ც მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი
მომზადება
- გააცხელეთ გრილი ან გრილის ტაფა ცეცხლზე. წაუსვით სიმინდს ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი. მოამზადეთ, პერიოდულად ურიეთ 10 წუთის მანძილზე. მარცვლები უნდა დარბილდეს და ცოტა შეიწვას.
- ცოტა გააცივეთ. ბასრი დანით მოაჭერით მარცვლები და ჩაყარეთ სუფრასთან მისატან ჭურჭელში. პატარა ქილაში აურიეთ მშრალი ჩილი, მდოგვი, ზეთი და ძმარი. დაახურეთ თავზე და კარგად აანჯღრიეთ.
- ნაზავი დაასხით სიმინდს, დაუმატეთ დაჭყლეტილი ფეტა, მწვანე ხახვი და პიტნის ფოთლები. ფრთხილად აურიეთ და მზადაა.
სიმინდის სუპი ქათმით
ინგრედიენტები
- 4 სიმინდი
- 2 ს. კ. არაქისის კარაქი
- 1 ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 5 გ კოჭა
- 1 ჩ. კ. ზღვის მარილი
- 125 მლ მშრალი ჰერესი
- 7 ჭიქა ქათმის ბულიონი
- 200 გ ქათმია ფილე
- 0,5 ს. კ. სოიოს სოუსი
- 2 კვერცხი
- მწვანე ხახვი
მომზადება
- გამოაცელკევეთ სიმინდის მარცვლები. გაათბეთ ზეთი დიდ ქვაბში საშუალო ცეცხლზე. დიდი ხახვი და ნიორის კბილი დაჭყლიტეთ, კოჭა კი ფირფიტებად დაჭერით. ჩაყარეთ ზეთიან ქვაბში, მოაყარეთ მარილი და 1 წთ შეწვით.
- დაუმატეთ რომელიმე ღვინო და აცადეთ რამდნეიმე წუთი. სითხე ორჯერ ნაკლები უნდა გახდეს. შემდეგ დაუმატეთ სიმინდი და ბულიონი. მიიყვანეთ სუპი ადუღებამდე დიდ ცეცხლზე.
- შეამცირეთ ცეცხლი და კიდევ 25 წთ ხარშეთ. პერიოდულად მოაშორეთ ორთქლი ზედაპირიდან. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე და სოიოს სოუსი. ხარშეთ კიდევ 1 წუთი. ფრთხილად ჩაასხით ქვაბში კვერცხი, ჩანგლით ურიეთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან. მოაყარეთ მწვანე ხახვი.
სუპ-პიურე სიმინდით
ინგრედიენტები
- 600 გ სიმინდის მარცვლები
- 2 ჭიქა უცხიმო რძე
- 1 ს კ ზეითუნის ზეთი
- 1 ხახვი
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 1 ცუკინი
- 3 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი
- 2 პომიდორი
- რეჰანის ნედლი ფოთლები
- მარილი, პილპილი
მომზადება
- სიმინდის მარცვლების ნახევარი მოათავსეთ ბლენდერში რძესთან და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაჭერით წვრილ ნაჭრებად ბულგარული წიწაკა, ცუკინი და ხახვი. ქვაბში გაათბეთ ზეთი და ბოსტნეული მოათავსეთ. შეწვით 5 წთ.
- სიმინდის დარჩენილი ნაწილი დაუმატეთ ბოსტნეულის ბულიოს და წამოდუღებამდე ხარშეთ. შემდეგ მასში სიმიბდის და რძის მასა ჩაასხით. დაჭყლიტეთ პომიდორი და დაუმატეთ ქვაბს. მოხარშეთ, არ აადუღოთ. შეკაზმეთ. მორთეთ რეჰანის ფოთოლით.