მთავარი კულინარია ყველით მომზადებული ფოკაჩა

ყველით მომზადებული ფოკაჩა

by Keti

იტალიელები ამბობენ, რომ ეს არომატული ღვეზელი ცნობილი პიცის წინამორბედია. მაღალ ტემპერატურაზე ცომი ფუვდება და გამოდის ძალიან ფუმფულა პური. ის გაცილებით გემრიელია, თუკი მოცარელასთან ერთად გააკეთებთ.

თხელი ყველთან ერთად მომზადებული ფოკაჩა ხშირად გვაგონებს იტალიურ პიცას, თუმცა ის ტომატისა და სოუსის გარეშე მზადდება.

ინგრედიენტები

  • 500 გ ფქვილი
  • 300 მლ რძე
  • 25 გ შაქარი
  • 80 გ კარაქი
  • 200 გ მოცარელა
  • ხუთი გ საფუარი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ორი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ღრმა ჭურჭელში შეურიეთ 250 მლ თბილი რძე, შაქარი და საფუარი. ცალკე ათქვიფეთ ერთი კვერცხი და დაამატეთ რძიან ნარევს.
  2. გაცერით ფქვილი და შეურიეთ მას მწიკვი მარილი. შემდეგ ჩაამატეთ რძიან ნარევში. მოზილეთ ცომი, დაამატეთ მას ოთახის ტემპერატურის კარაქი და კვლავ მოზილეთ.
  3. ცომი გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში, დააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას, სანამ მისი რაოდენობა ორჯერ არ გაიზრდება.
  4. ამ დროის განმავლობაში, მოცარელა დაჭერით წვრილ ზოლებად.
  5. აიღეთ მრგვალი ფორმის საცხობი და ჩააფინეთ მასში პერგამენტი, შემდეგ გადაიტანეთ ცომი.
  6. დანის დახმარებით გააკეთეთ ცომში ნაჭდევები და მოათავსეთ მასში მოცარელა. დააფარეთ საკვები ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას, სანამ ცომი კვლავ არ აიწევს.

7. ათქვიფეთ კვერცხი ორ ს. კ. რძესა და მწიკვ მარილთან ერთად. წაუსვით ეს მასა ღვეზელს. ბოლოს გამოაცხეთ ფოკაჩა 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

ფოკაჩას კლასიკურ ვარიანტში ღვეზელი გაჟღენთილია ზეითუნის ზეთით, ხოლო ჩვენ შემთხვევაში – ყველით. გემოთი ის პიცის გარდა ხაჭაპურსაც ჰგავს.

შეინახეთ ეს რეცეპტი, რადგან ხშირად დაგჭირდებათ და აუცილებლად აჩვენეთ თქვენს მეგობრებსაც!