მთავარი კულინარია აი, როგორ მოვამზადოთ ჰალვა შაქრის და ფქვილის გარეშე

აი, როგორ მოვამზადოთ ჰალვა შაქრის და ფქვილის გარეშე

by Keti

ისეთი ტკბილეული, როგორიც არის ჰალვა, ყველას ბავშვობიდან უყვარს, თუმცა არც უფროსები ამბობენ მასზე უარს. ისიც უნდა ითქვას, რომ მაღაზიებში ადრე უფრო გემრიელი იყიდებოდა და ახლა ნაყიდი ვარიანტი, თავისი შემადგენლობით, ბევრ ეჭვსაც ბადებს. ამიტომ ჩვენ დიდი სიამოვნებით გთავაზობთ ნამდვილი ჰალვის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ.

ეს დესერტი გამოდის არამხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც, რადგან მასში მხოლოს ნატურალური ინგრედიენტებია. გარდა ამისა, ის არ შეიცავს არც შაქარს და არც ფქვილს.

როგორ მოვამზადოთ ჰალვა

დღეს მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ სახლის პირობებში, სწრაფად და მარტივად, გემრიელი ჰალვა. ამისთვის საკმარისი იქნება სულ 10 წუთი.

ინგრედიენტები

  • 200 გ მოხალული მზესუმზირას თესლი
  • 100 გ მოხალული მიწისთხილი
  • ორი ან სამი ს. კ. თაფლი

მომზადება

1. ყავის საფქვავში დაფქვით მზესუმზირას თესლი პატარა პორციებად. დაფქული თესლი ჩაყარეთ ღრმა თასში.

2. ახლა დაფქვით ანანასი. ჩაყარეთ ისიც მზესუმზირას ჯამში.

3. აურიეთ მიწისთხილი და მზესუმზირას თესლი კარგად. შემდეგ დაამატე ნარევს თაფლი და კვლავ კარგად აურიე.

4. თავად ჰალვის ფორმირებისთვის მზა მასა დაალაგე საკვებ ცელოფანზე და მჭიდროდ გადაახვიე რულეტის სახით.

5. მომავალი ჰალვა შედგი მაცივარში ერთი საათის განმავლობაში, იმისათვის, რომ თაფლი გამყარდეს და მჭიდროდ შეაერთოს ყველა ინგრედიენტი.

6. მზა ჰალვა დაჭერი პატარა ნაჭრებად და დატკბი მისი ნაზი გემოთი. გემრიელად მიირთვი!

ჰალვა უმჯობესია, რომ ზომიერი რაოდენობით მიირთვა. დღეში 30 გ სავსებით საკმარისია, რათა ორგანიზმი გამოკვებოთ საჭირო ვიტამინებით და დატკბეთ მისი გემოთი. ზედმეტი კალორიები საჭირო არ არის!

ჰალვა შეგიძლია მიირთვა, როგორც დამოუკიდებელი ნუგბარი, ასევე შეგიძლია მისი გამოყენება რაიმე ნამცხვრის ან ტორტის ინგრედიენტად.

ჰალვის სასარგებლო თვისებები საკმაოდ დიდია. ის შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს, სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ამაღლებენ იმუნიტეტს და ამით ეხმარებიან ორგანიზმს, ებრძოლოს მრავალ საშიშ დაავადებას. ასევე ჰალვის თვისებები ორგანიზმს იცავს ნაადრევი დაბერებისგან.

მზესუმზირას თესლისგან მომზადებული ჰალვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მძლავრი პროფილაქტიკური საშუალებაა, მათ შორის, მიოკარდის ინფარქტის. კალიუმი, მაგნიუმი, ვიტამინები და სასარგებლო მჟავები, რომლებსაც შეიცავს ჰალვა, ამაგრებს გულის კუნთს და იცავს მას სხვადასხვა დაზიანებისგან. გარდა ამისა, ეს ნივთიერებები მუშაობაში ეხმარება ღვიძლს და სანაღვლე გზებს.

სახლის პირობებში ჰალვის მომზადება არც ისე რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ საქმეს დამწყები დიასახლისიც კი გაუმკლავდება. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც მოგეწონებათ ეს რეცეპტი და კმაყოფილი დარჩებით შედეგით!

გაუზიარეთ ჰალვის მომზადების ინსტრუქცია თქვენს მეგობრებსაც!