რაც არ უნდა გემრიელი იყოს დესერტი და რამდენი დროც არ უნდა დახარჯოთ მის მომზადებაზე, ჯერ მხოლოდ გარეგნული შესახედაობა აიძულებს სტუმარს მის გასინჯვას. კერძების სუფრასთან საინტერესოდ მიტანა დიდ როლს თამაშობს არამხოლოდ რესტორნებში, არამედ საოჯახო სუფრასთანაც.
დღეს გთავაზობთ ყველაზე მარტივი დესერტების რეცეპტებს, რომლებიც ქილებში იქნება წარმოდგენილი. ისინი არც კი საჭიროებს გამოცხობას.
დესერტი ,,ორეო”
ინგრედიენტები
- 20 ცალი ორცხობილა ,,ორეო”
- 350 გ მასკარპონე
- სამი ს. კ. შაქარი
- ერთი ჭიქა ცხიმიანი ნაღები
- ნახევარი ჭიქა შოკოლადის პასტა
მომზადება
- მასკარპონე და შაქარი ათქვიფე მიქსერით, შემდეგ დაამატე ნაღები. ნარევი აურიე და კვლავ ათქვიფე ერთი ან ორი წუთით. შემდეგ კრემი გაყავი ორად და ერთ ნახევარს დაამატე შოკოლადის პასტა. კვლავ ათქვიფე ერთი წუთით.
- ორცხობილები დააქუცმაცე მიქსერში, ნაწილი შეურიე შოკოლადის პუდინგს, ხოლო მეორე ნაწილი ჩააფინე ქილაში. მასზე მოათავსე ჯერ შოკოლადის ფენა, შემდეგ კი თეთრი. მორთე გემოვნებით.
ჩისქეიქი გამოცხობის გარეშე
ინგრედიენტები
- ერთი ჭიქა ბისკვიტის ორცხობილა
- 350 გ შავი მოცხარი
- 100 გ მოცხარის ჯემი
- 350 გ ყველი მასკარპონე
- სამი ს. კ. შაქარი
- ერთი ჭიქა ნაღები (35%იანი ცხიმიანობის)
- ერთი ს. კ. ლიმონის წვენი
მომზადება
- მასკარპონე და შაქარი შეურიე მიქსერით, შემდეგ თანდათან დაამატე ნაღები, კვლავ ათქვიფე მიქსერით ორიოდე წუთით. დაამატე ლიმონის წვენი და აურიე.
- ორცხობილა დააქუცმაცე და მოათავსე ქილებში თანაბრად. მასზე მოათავსე შიგთავსი: ყველის მასა, კენკრა, ყველის მასა, ჯემი – ასე იმეორე, სანამ არ დამთავრდება ინგრედიენტები. შემდეგ შედგი მაცივარში ორი საათით.
შოკოლადის პუდინგი ხილით
ინგრედიენტები
- 350 გ ყველი ,,ფილადელფია”
- შვიდი ს. კ. შაქარი
- ერთი ჭიქა ნაღები (35%იანი ცხიმიანობის)
- ნახევარი ჭიქა შოკოლადის პასტა
- ორი ს. კ. ნაღები
- ორი ცალი ატამი
- ერთი ჭიქა ჟოლო
მომზადება
- ყველი და სამი ს. კ. შაქარი ათქვიფე მიქსერით, თანდათან დაამატე მათ ნაღები და კვლავ ათქვიფე ორიოდ წუთით. ბოლოს დაამატე შოკოლადის პასტა და კვლავ ათქვიფე. მასა გააციე.
- ამ დროს დაჭერი ატამი, კარაქი და შაქრის ნარჩენი გაადნე ტაფაში, გადაიტანე იქ ატამი მაშინ, როცა შაქარი დაიწყებს გადნობას. მოამზადე, სანამ ხილი არ კარამელიზდება.
- ცეცხლი ჩააქრე და ტაფაში გადაიტანეჟოლო. აურიე. ბოლოს ფენებად დაალაგე შოკოლადის პუდინგი და ხილის შიგთავსი. ერთი საათით შედგი მაცივარში.
ტკბილი შვრია
ინგრედიენტები
- ნახევარი ჭიქა შვრია ,,ჰერკულესი”
- ხუთი ცალი ფინიკი
- ნახევარი ჭიქა ქოქოსის რძე
- ნახევარი ჩ. კ. ვანილი
- ნახევარი ს. კ. კაკაოს ფხვნილი
- ერთი ჩ. კ. ნეკერჩხლის სეროფი
- ორი ჩ. კ. ნიგოზი
- მწიკვი მარილი
მომზადება
- ფინიკს ამოაცალე კურკა და დაჭერი ის წვრილად. რძე ეურიე შვრიას, კაკაოსა და ვანილს. ამავე მასაში დაამატე ფინიკი. მოაყარე მწიკვი მარილი და აურიე.
- გადაიტანე კერძი ქილებში და შედგი მაცივარში ერთი საათით. როცა კერძი გაიყინება, დაამატე მას ნეკერჩხლის ან სხვა სეროფი და დაქუცმაცებული ნიგოზი.
ლაიმის ნამცხვარი
ინგრედიენტები
- 300 გ კრეკერი
- სამი ს. კ. შაქარი
- მწიკვი მარილი
- სამი ს. კ. გამდნარი კარაქი
- ერთი ქილა შედედებული რძე
- ორი ჩ. კ. ლაიმას ცედრა
- ნახევარი ჭიქა ახალი ლაიმას წვენი
- სამი კვერცხის გული
მომზადება
- დააქუცმაცე კრეკერი, მოაყარე მარილი და დაამატე შაქარი და კარაქი. მასა გადაიტანე ქილებში თანაბრად, ცალკე ათქვიფე შედედებული რძე, შაქარი და ლაიმას წვენი.
- შემდეგ დაამატე ცედრა კვერცხის გულს და ათქვიფე ფრთხილად. ეს ორი ათქვეფილი მასაქ შეურიე ერთმანეთს. მიღებული კრემი გადაანაწილე ქილებში და შედგი მაცივარში ნახევარი საათით. დესერტი მორთე ხილით.
ეს მარტივად მოსამზადებელი და მსუბუქი საუზმის ვარიანტები ყველას ადამიანისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება – როგორც დიასახლისისთვის, ასევე მისი სტუმრებისათვის. ხორცისა და თევზის მომზადებაზე შესაძლებელია და საჭიროც არის ბევრი დროის დახარჯვა, ხოლო დღევანდელი ჩვენი დესერტები უბრალოდ დაგიპყრობთ თავისი სიმარტივითა და არაჩვეულებრივი სიგემრიელით.
გაუზიარე რეცეპტების ჩამონათვალი შენს მეგობრებსაც!