თმის დასაბან საშუალებებს დიდი რეკლამირება აქვს, თუმცა მათ სასწაულმოქმედ თვისებებზე საუბარი გადაჭარბებულია. რეალურად, სამრეწველო შამპუნები თმას ბუნებრივ ბზინვარებას უკარგავს და მათ მტვრევადობას ანიჭებს, ჩნდება ქერტლი. ეს ყველაფერი მავნე დანამატებისა და კონსერვანტების ბრალია. რაც მეტი აქვს შენახვის ვადა კოსმეტიკურ საშუალებას, მით მეტი კონსერვანტია მასში.
სამრეწველო კოსმეტიკის მთავარი ამოცანა არის ყოველგვარი ჭუჭყის მოცილება. ამისთვის მწარმოებლები ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ. ნაყიდი შამპუნების შემადგენლობაში ვიტამინები, მცენარეული ექსტრაქტები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები თავისი რაოდენობით ძალიან ცოტაა. ზოგადად, ნაყიდ საშუალებებს მრავალი უარყოფითი თვისება აქვს:
- ხშირი ალერგიული რეაქციები ქიმიურ კომპონენტებზე;
- ზემოქმედება ცხიმოვან ჯირკვლებზე, რაც შედეგად იწვევს კანის სიმშრალესა და ქერტლს;
- თუ შემადგენლობაში არის სილიკონი, ის ცხიმოვან ჯირკვლებს ხურავს და ირღვევა კვების პროცესი, თავად თმას კი ცხიმის ბზინვარება და არაჯანსაღი გარეგნული შეხედულება აქვს;
რითია უკეთესი შინაური შამპუნები
- ნატურალური საშუალებები არ შეიცავს ქიმიურ კომპონენტებსა და კონსერვანტებს;
- მათი მომზადებისთვის გამოიყენება ზეთები, ექსტრაქტები, მცენარის წვენები, ახალი საკვები პროდუქტები;
- შინაური კოსმეტიკის წყალობით, თმა ხდება აბრეშუმისმაგვარი და ბზინვარე;
- უმჯობესდება თმის სტრუქტურა, ჩქარდება მისი ზრდა;
- ნატურალური ინგრედიენტები თმაზე მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტები;
- მათი მომზადება იოლი და იაფია;
- შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი თმის ტიპის შესაფერისი შამპუნი და ის მოამზადოთ.
ვიტამინები თმისთვის
შინაურ შამპუნებში ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ ვიტამინები, რომლებიც ყოველთვის დაგეხმარებათ თმის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
- A ვიტამინი, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ და დაამატოთ შამპუნს. ის აუმჯობესებს თმისა და მისი ბოლქვების კვებას, ამაგრებს მას და ხელს უწყობს მის ზრდას.
- B ჯგუფის ვიტამინები. პირიდოქსინი, რიბოფლავინი, თიამინი – ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტებია ნებისმიერი შამპუნისთვის. მათი წყალობით კანის უჯრედები მუდმივად განახლდება, შესაბამისად, თმა ბზინვარედ გამოიყურება.
- C ვიტამინი. ის დადებითად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე და ამაგრებს თმის ბოლქვებს. ამით ხელს უშლის თმის ცვენას.
- ტოკოფეროლი (E ვიტამინი). მას ნორმაში მოჰყავს ჰორმონული ბალანსი, არეგულირებს რეგენერაციის პროცესებს.
სანამ შამპუნის მომზადებას დაიწყებთ, უნდა განსაზღვროთ თქვენი თმის ტიპი. თავად შამპუნი შეიძლება იყოს მშრალი, თხევადი და მაგარი. შამპუნის ფუძედ გამოიყენება საპონი, რომელსაც ემატება შემდეგი კომპონენტები: არომატიზატორები, საკვები პროდუქტები, მცენარის წვენი, ზეთი და ვიტამინები.
მომზადების წესები
- კვერცხის გულით შამპუნის მომზადების შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ 40 გრადუსი ტემპერატურის წყალი, წინააღმდეგ შემთხვევაში კვერცხი აიჭრება და თმაზე დაგრჩებათ ყვითელი ფანტელები;
- ერთგვაროვანი ტექსტურის მიღებისთვის სასურველია, გამოიყენოთ ბლენდერი. ასეთი შამპუნი გამოდის უფრო თხევადი და ადვილად ჩამოიბანება თმიდან;
- თუ ალერგიული ხართ, ჩაიტარეთ ტესტი ინგრედიენტებზე;
- უკეთესი შედეგის მისაღებად, შამპუნი გაიჩერეთ თმაზე 10 წუთით;
- ნატურალური შამპუნის ჩამობანვა უმჯობესია ბალახის ნახარშებით;
- სასურველია, რომ გამოიყენოთ ახლადმომზადებული საშუალება, რადგან შენახვის ვადა მას მცირე აქვს.
მაგარი შამპუნი თმისთვის
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- გლიცერინის ზეთი;
- არომატიზირებული ზეთები;
- საპნის ფუძე;
- მცენარეთა ექსტრაქტები.
მომზადება
მოამზადეთ ნახარში. ამისთვის 60 გ ნებისმიერ ბალახს დაასხით 0,2 ლ მდუღარე და დადგით ქურაზე. 20 წუთის შემდეგ გადმოდგით ის ცეცხლიდან.
საპნის ფუძე გაადნეთ წყლის აბაზანაზე. როცა ის გათხევადდება, შეურიეთ მას ნახარში. შემდეგ დაამატეთ გლიცერინის ზეთი და რომელიმე ეთერზეთი თქვენი სურვილის მიხედვით.
30 წუთის შემდეგ, მიღებული ნარევი შედგით მაცივარში, საბოლოო გამყარებამდე.
მშრალი შამპუნი
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 60 გ დაფქული დარიჩინი;
- ამდენივე სიმინდის ფქვილი;
- 3-3 წვეთი მანდარინისა და ფორთოხლის ზეთები;
შეურიეთ ყველა კომპონენტი და ფუნჯის საშუალებით წაისვით თმის ძირებზე. 10 წუთის შემდეგ, საშუალება გულმოდგინედ დაივარცხნეთ სავარცხლით.
შამპუნები მშრალი თმისთვის
აირჩიეთ რომელიმე სასურველი რეცეპტი მშრალი თმისთვის.
- შეურიეთ 2 კვერცხის გული 5 მლ ნიშადურის სპირტს, 100 მლ არაყს და 50 მლ წყალს. კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 5 წუთით;
- კვერცხს დაამატეთ 40 მლ აბუსალათინის ზეთი, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი არომატიზატორი. შეგიძლიათ ნარევი მუსის სახით ათქვიფოთ;
- ათქვეფილი კვერცხის გული შეურიეთ 5 მლ აბუსალათინის ზეთს და იმავე რაოდენობის ზეითუნის ზეთს. გამოიყენეთ მომზადებისთანავე.
- შეურიეთ 2-2 ს. კ. მდოგვი და კეფირი და თითო ჩ. კ. ზეითუნის ზეთი და თაფლი. კარგად აურიეთ. გაიჩერეთ თმაზე 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. მდოგვის შემცველი შამპუნი თმას ბზინვარებასა და აბრეშუმისებურ სირბილეს ანიჭებს.
- მწვანე ან ცისფერი თიხა გახსენით თბილ წყალში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით თმის მთელ სიგრძეზე, განსაკუთრებით, თმის ძირებში.
შამპუნები ცხიმიანი თმისთვის
- შავი პურის რბილობი შეურიეთ ცოტა თბილ წყალს. ნარევი გაწურეთ მარლაში და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 8-10 წუთი და ჩამოიბანეთ. თმა ხდება რბილი და სასიამოვნო;
- აიღეთ 100 მლ ნუშის ზეთი, კვერცხის გული, 15 მლ არაყი და 40 მლ ლიმონის წვენი. აურიეთ ყველაფერი და წაისვით სველ თმაზე. კარგად შეიზილეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით;
- ერთი ს. კ. მდოგვის ფხვნილი გახსენი 2 ლ წყალში, ჩაამატე ერთი ჩ. კ. შაქარი. ეს ნარევი თმას მოცულობას ანიჭებს;
- კვერცხი ათქვიფეთ 100 მლ კონიაკთან ერთად და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 3-5 წუთი და ჩამოიბანეთ;
- 3 ს. კ. ბროწეულის ქერქს დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ 15 წუთი. ცოტა რომ გაცივდება, გამოიყენეთ. მას თმის სამკურნალო თვისებები აქვს.
ყველა ეს შამპუნი თავისებურად კარგია და უმკლავდება სხვადასხვა პრობლემას. მთავარია მათი სწორად მომზადება.
შამპუნები თმის ზრდისთვის
გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას თმის გაზრდის მსურველებს.
- 15 გ მდოგვის ფხვნილი შეურიეთ 40 მლ მაგარი ჩაის ნაყენს. ნარევში დაამატეთ ერთი კვერცხის გული. შეიზილეთ შამპუნი თმის ძირებში და გადაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიტოვეთ 5-7 წუთით. კარგად ჩამოიბანეთ;
- 50 გ თეთრი თიხა და ამდენივე კაოლინი შეურიეთ 100 მლ თბილ წყალს. წაისვით თმის მთელ სიგრძეზე და დაიტოვეთ 10 წუთი;
- 15 გ ჟელატინი შეურიეთ 2 კვერცხის გულს. კარგად აურიეთ. წაისვით სველ თმაზე და გაიჩერეთ 5 წუთი;
- რამდენიმე პურის ქერქი დააქუცმაცე და დაასხით ცივი წყალი. შემდეგ შეურიეთ მასში თხევადი არაჟანი და ეთერზეთი. მზა შამპუნი შეიზილეთ თმის კანში და გაიჩერეთ ნახევარი საათი. კარგად ჩამოიბანეთ.
ყველა აღწერილი შამპუნი სწრაფად და მარტივად მზადდება, ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით. ისინი 100%ით ნატურალური კომპონენტებისგან შედგება. ასეთი შამპუნების რეგულარული გამოყენება თქვენს თმას გააჯანსაღებს და მიანიჭებს ბზინვარებასა და სილამაზეს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!