მთავარი ჯანმრთელობა მეცნიერებმა დაასახელეს ხანგრძლივი ძუძუთი კვების 6 სარგებელი დედისა და ბავშვისთვის

მეცნიერებმა დაასახელეს ხანგრძლივი ძუძუთი კვების 6 სარგებელი დედისა და ბავშვისთვის

by guramus

ყველა დედა იღებს გადაწყვეტილებას რამდენ ხანს გამოკვებოს შვილი ძუძუთი და როდის შეწყვიტოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვირჩევს, რომ ძუძუთი კვება 6 თვეზე მეტხანს უნდა გაგრძელდეს, დაახლოებით 2 წელი და პარალელურად ეცნობოდეს ბავშვი ახალ საკვებ პროდუქტებს. ამ პროცესს ბევრი სარგებელი მოაქვს როგორც დედებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

1. უკეთესი ჯანმრთელობა და ძლიერი იმუნური სისტემა

მკერდის რძე დიდი რაოდენობით იმუნურ უჯრედებს შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ მისი მიღება ბავშვის იმუნურ სისტემას გააძლიერებს. ამასთან, დედის რძე ბავშვის საჭიროებებთანაა ადაპტირებული და ინფექციების წინააღმდეგ საჭირო ნივთიერებესაც შეიცავს. მკერდის რძის ხარისხი დროსთან ერთად უმჯობესდება და რაც უფრო დიდხანს კვებავთ პატარას მისი მეშვეობით, მით უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ. 12თვიანმა ძუძუთი კვება აჩვენა, რომ გაუმჯობესდა ჯანრმთელობა და შემცირდა რამდენიმე დაავადების რისკი.

2. პოზიტიური ეფექტები ტვინის ფუნქციონირებასა და ქცევაზე

ძუძუთი კვება ბავშვის მიკრობიომის გაძლიერებას საჭირო ინგრედიენტებით ეხმარება. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ პროცესი ავითარებს პატარას ინტელექტს რა თქმა უნდა, სხვა პირობების ხელშეწყობითაც. ის შეიცავს რამდენიმე ელემენტს, რომლებსაც დადებითი ეფექტი აქვთ ბავშვის ტვინის განვითარებაზე.

3. ჯანსაღი კუჭ-ნაწლავი

ჩვენი მიკრობიომი ძუძუთი კვებითაა შთაგონებული. მის განსავითარებლად პატარას სწორედ დედის რძე ესაჭიროება. ის შეიცავს რამდენიმე სახის ელემენტს, რომლებიც ბავშვის ფლორისთვის სარგებლის მომტანია. რაც უფრო დდიხანს აწოვებთ მას რძეს, მით უფრო მეტად გაუძლიერდება პატარას მიკრობიომი.

4. უკეთესი ძილი

ძუძუთი კვება აუმჯობესებს ძილის რეჟიმს მცირეწლოვნებში. დღის მანძილზე მკერდის რძის ქიმიური კომპოზიცია ერთი და იგივე არაა, რამდენიმე ქიმიური შენაერთი იცვლება. მაგალითად, ჰორმონი მელატონინი, რომელიც ძილს არეგულირებს, მოზრდილებს ღამით გამოეყოფათ, ჩვილებს კი საერთოდ არა. ამ ჰორმონს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ბავშვის ჯანსაღი ძილისთვის საჭირო ნივთიერებებს სწორედ დედის რძე შეიცავს.

5. დაბალანსებული კვება

რაც უფრო დიდხანს კვებავთ რძით, მით უფრო მეტად იცვლება თქვენი რძე. ამ პერიოდში იცვლება ბავშვის საჭიროებებიც და მას უკეთესი კვების სისტემა ესაჭიროება. კვლევებმა აჩვენა, რომ მკერდის რძეს დიდი რაოდენობით ცხიმი აქვს, რაც დადებითად აისახება ბავშვის დიეტაზე.

6. დედობრივი კავშირი

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალი, რომელიც დიდხანს კვებავს შვილს ძუძუთი, ბავშვების მომავალ ცხოვრებაში უფრო სენსიტიურად არის ჩართული. ეს ძლიერი კავშირი დედა-შვილს ეხმარება ერთმანეთს უკეთ გაუგონ.

ბონუსი: სარგებელი დედებისთვის!

ძუძუთი კვებას პოზიტიური ეფექტი აქვს დედებზეც!

  • თუ ის 6 თვეზე მეტხანს გრძელდება, წონის კლებაში დაგეხმარებათ.
  • დედები, რომლებიც 12 თვეზე მეტხანს კვებავდნენ შვილებს ძუძუთი, კარდიო დაავადებების დაბალი რისკით გამოირჩევიან.
  • გახანგრძლივებული ლაქტაცია მომავალ ცხოვრებაში ძლიერ კუნთებთანაა დაკავშირებული.
  • 12 თვეზე მეტხანს თუ კვებავთ პატარას, ართრიტის წარმოქმნის რისკი მცირდება.
  • გაწელილ ლაქტაციას კონტრაცეპტული ეფექტი აქვს.
  • საკვერცხის კიბოს რისკი მცირდება.
  • 2 სახეობის დიაბეტის წამოქმნის რისკიც შესამჩნევად მცირდება.