კოცნა არამხოლოდ სასიამოვნო და მშვენიერია, არამედ დიდ როლს თამაშობს რომანტიკული ურთიერთობის განმტკიცებაში. ბევრნაირი ტიპის კოცნა არსებობს სხვადასხვა არსით. ნაზი კოცნა ამბობს: “კომფორტული ხარ”, მაშინ როცა სპაიდერმენის სტილის კოცნა სპონტანურობას გვირჩევს. გზა, რომელსაც პარტნიორის საკოცნელად ირჩევთ, ბევრს ამბობს თქვენს სასიყვარულო კავშირზე.
ნაზი კოცნა
ეს არის დელიკატური კოცნა, როცა ორი ადამიანი ნაზად ეხება ერთმანეთის ტუჩებს. ეს ჟესტი აჩვენებს რამდენად ახლოს ხართ საყვარელ ადამიანთან და როგორ კომფორტულად გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში. თუ ნაზად კოცნით, გსიამოვნებთ დროის გახანგრძლივება და ფიზიკური სიახლოვის პროვოცირებას უწყობთ ხელს.
კოცნა ლოყაზე
თუ საყვარელ ადამიანს ნაზად ლოყაზე კოცნით ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა კარგ მდგომარეობაშია. ეს აჩვენებს სითბოს და მარტივ სიამოვნებას, რომელიც ერთმანეთის კამპანიაში ყოფნით გენიჭებათ. ეს ასევე შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენი რომანტიკული ურთიერთობა მეგობრობითაა განმტკიცებული.
სპაიდერმენის კოცნა
სპაიდერმენის საკულტო სცენა ორიგინალური კოცნის სტილად შემორჩა. ამ ტიპის კოცნა არაპრაქტიკულია, ამიტომაც ურთიერთობაში სპონტანურობას გამოხატავს. ეს ნიშნავს, რომ იმპროვიზაცია და ახალი გზების ძიება გხიბლავთ.
ანგელოზის კოცნა
თუ თვალებდახუჭულ პარტნიორს ქუთუთოებზე კოცნით, ამას “ანგელოზის კოცნა” ეწოდება. ეს ინტიმური აქტი ინტენსიური სიყვარულის სიმბოლოა და საყავრელი ადამიანისთვის სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნების მინიჭებას აღნიშნავს. თუ ამგვარ კოცნას ამჯობინებთ, ესეიგი ერთმანეთი ძალიან ღრმად გიყვართ და აფასებთ.
“კენკვა”
ეს ტუჩების მსუბუქი და სწრაფი შეხებაა. მარტივი, მაგრამ ძალიან რომანტიკული. შესაძლოა მას მისასალმებლად და დასამშვიდობებლად იყენებთ. თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, მსგავსი ტიპის კოცნა მშვენიერი შანსია ერთმანეთთან დასაახლოვებლად და ქიმიის გამოსაცდელად. თუ ის ყოველდღიურ ტრადიციად იქცევა, ესეიგი ერთად თავს კარგად გრძნობთ.
დახურული ტუჩებით კოცნა
ესეც წინას ჰგავს, მაგრამ უფრო გრძელვადიანია. თუ ესაა თქვენი კოცნის სტილი, მაშინ თქვენს ურთიერთობაში სირთულეები და პრობლემებია. შესაძლოა თავს ძალიან კომფორტულად ვერ გრძნობთ პარტნიორთან და გარკვეული ემოციური ბარიერი გაქვთ. თუ გრძნობებში დარწმუნებული არ ხართ, მას აუცილებლად უნდა ესაუბროთ.
ფრანგული კოცნა
ყველაზე პროფესიონალი კოცნა სწორეს ესაა. ის გამოხატავს სენსიტიურობას და რომანტიკას. თუ ფრანგულს ამჯობინებთ, ესეიგი სიყვარულში დიდი ვნება და თავგადასავლების სიყვარული გამოძრავებთ. ეს ასევე გამოხატავს, რომ თქვენ შორის ძლიერი ფიზიკური მიზიდულობაა და ღრმა კავშირისკენ ვითარდება.
რომელ სტილს ამჯობინებთ თქვენ? გაგვიზიარეთ აზრები.