მთავარი ჯანმრთელობა 10 სასმელი, რომელიც ძილის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ

10 სასმელი, რომელიც ძილის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ

by Keti

დღე უფრო და უფრო იზრდება, სახლში ყოფნა და სამყაროში არსებული ვითარებები კი შფოთვას ერთიორად გვიზრდის. ასეთ დროს მშვიდი ძილი და დასვენება რთული ხდება. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია ზედიზედ 7დან 9 საათამდე ძილი, რათა გონება და სხეული აღდგეს. თუმცა თუ ჩაძინება გიჭირთ, უნდა იცოდეთ, რომ, საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რაც სწრაფ მოდუნებაში დაგეხმარებათ.

გთავაზობთ 10 სასმელს მშვიდი ძილისთვის.

1. თბილი რძე

თბილი რძე ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია ღრმა და მშვიდი ძილისთვის. ის შეიცავს ტრიფტოფანს, რაც ზრდის სეროტონინის, ანუ ბედნიერების ჰორმონის, დონეს ტვინში. ჰორმონი მელატონინიც ამ დროს წარმოიქმნება და არსებითი მნიშვნელობა აქვს ინსომნიის წინააღმდეგ სამკურნალოდ.

2. პიტნის ჩაი

პიტნის ჩაი ხსნის მუცლის ტკივილებს, რადგან აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. პიტნა ასევე ეხმარება კუნთებს მოდუნებაში. თუ მომდევნო დღეს გამოცდა ან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გაქვთ, ღამით ამ ჩაის დალევა იდეალური ვარიანტი იქნება.

3. ალუბლის წვენი

ალუბლის წვენი, რძის მსგავსად, შეიცავს ტრიფტოფანს. მაშასადამე, ის წარმოშობს ჰორმონ მელატონინს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. რამდენიმე კვლევის თანახმად, ეს წვენი ინსომნიის სამკურნალოდ გამოიყენეს და დამტკიცდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეფექტი აქვს.

4. ქოქოსის რძე

ქოქოსის რძე შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს, 2 მინერალს, რომლებიც ადუნებს კუნთებს და გვეხმარება კარგ ძილში. ამას გარდა, ის ამცირებს სისხლის წნევას და თირკმლების სიმსივნის განვითარების რისკს. ქოქოსის რძე შეიცავს დიდი რაოდენობით ბუნებრივ ელექტროლიტებს, რაც სხეულს აბალანსებს და ადუნებს.

5. ბანანის სმუზი ნუშის რძესთან ერთად

ბანანი ასევე შეიცავს ტრიფტოფანს, პლუს ამას 2 საკვანძო მინერალს კუნთების მოსადუნებლად: კალიუმს და მაგნიუმს. ამ ხილს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ამცირებს ფიზიკურ სტრესს. აგრეთვე, მასში შემავალი ბოჭკო და ნახშირწყლები ავსებს მუცელს, რაც ზრდის ძილის სურვილს.

6. მწვანე ჩაი

ანტიოქსიდანტებით მდიდარი მწვანე ჩაი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესანიშნავი გამოსავალია. თუმცა, როცა საქმე ძილს ეხება, უკოფეინო მწვანე ჩაი საუკეთესო არჩევანია. ის შეიცავს თეანინს, რაც იწვევს მოდუნებას და ხსნის ფიზიკურ სტრესს, ეს კი მშვიდი ღამის გარანტიაა.

7. ნუშის რძე

ნუში სავსეა ყველა იმ ნივთიერებით, რაც ორგანიზმს მშვიდი ძილისთვის სჭირდება. მაგნიუმით მდიდარი ნუშის რძე ძალიან ეფექტურია ძილის გასაუმჯობესებლად. ძროხის რძის მსგავსად ის შეიცავს ტრიფტოფანს და ამის წყალობით სხეული გამოყოფს მელატონინს. ეს ჰორმონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დასარეგულირებლად. სწორედ ამიტომ იყენებენ ქრონიკული ინსომნიის სამკურნალოდ მელატონინის დანამატებს.

8. გვირილის ჩაი

გვირილის ჩაი ადუნებს მთელ სხეულს. როგორც წესი, ის რეკომენდებულია მუცლის ტკივილის მოსარჩენად, რადგან ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ამსუბუქებს სპაზმებს. აგრეთვე გვირილის ჩაი ძალიან ეფექტურია სტრესის სიმპტომების წინააღმდეგ და წარმატებით ებრძვის შფოთვასა და ინსომნიას.

9. ვალერიანის ფესვების ჩაი

ვალერიანის ფესვების ჩაი რეკომენდებულია ბუნებრივი და ღრმა ძილისთვის. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და ვალერენის მჟავას. ამას გარდა, ის ამცირებს შებერილობას და ფიზიკურ და მენტალურ სტრესს. კვლევის თანახმად, მენოპაუზის დროს ეს ჩაი ქალებს ძალიან ეხმარება ძილის დარღვევებთან ბრძოლაში.

10. აშვაგანდას ჩაი

აშვაგანდა არის ანტიკური მცენარე, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს მედიცინაში სხვადასხვა ფიზიკური პრობლემის დროს. ცნობილი გახდა, რომ ის ახშობს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის – მოქმედებას და ამცირებს შფოთვას. დამტკიცდა, რომ აშვაგანდა ეფექტურად ადუნებს გონებას და ხელს უწყობს მშვიდ ძილს.

თქვენ თუ გიცდიათ რომელიმე სასმელი უკეთესი ძილისთვის? რომელია თქვენი ფავორიტი? მოგვიყევით კომენტარებში!