3.5K
ვინ თქვა, რომ ოლადები აუცილებლად ტკბილი უნდა იყოს? ისინი ისეთივე ფუმფულა და დაბრაწული გამოვა, თუ შაქარს საერთოდ არ დაამატებთ და შეურევთ ყაბაყს. ყაბაყი ამ კერძს გაცილებით უფრო წვნიანს ხდის, არომატისთვის კი სხვადასხვა მწვანილის დამატება შეგიძლიათ.
ყაბაყისგან მომზადებული არატკბილი ოლადები დიეტური კერძია. მათ მომზადებამდე გირჩევთ გახეხილ ყაბაყს მარილი მოაყაროთ და დადგათ 5 წუთით. შემდეგ კი ეს გამოყოფილი წვენი გადაწუროთ.
ინგრედიენტები
- 300 გ ხაჭო
- 300 გ ყაბაყი
- ერთი ცალი კვერცხი
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- 5 ს. კ. ფქვილი
- კამა
- ოხრახუში
- პიტნა
- 2 ან 3 ს. კ. ზეთი
მომზადება
- ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, კვერცხი და მწიკვი მარილი. დაამატეთ გახეხილი და გაწურული ყაბაყი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.
- მიღებული მასა დააბრგვალეთ ძეხვის მსგავსად და დაჭერით. გამოვა დაახლოებით 14-15 ცალი. ნაჭრები მოარგვალეთ.
- შეწვით მიღებული ოლადები ორივე მხარეს, 2 ან 3 წუთით. ტაფა უნდა იყოს კარგად გახურებული და ზედ ესხას ზეთი.
ამ ოლადებს ძალიან უხდება ტომატის სოუსი. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს!