მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ფაფა ნებისმიერი ტიპის ბურღულისგან. 8 თქვენთვის შერჩეული რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ ფაფა ნებისმიერი ტიპის ბურღულისგან. 8 თქვენთვის შერჩეული რეცეპტი

by Keti

ფაფა საკმაოდ გავრცელებული კერძია, ის ბევრ ადამიანს უყვარს. ბურღულეულში ორგანიზმისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ნივთიერებაა, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ესა თუ ის ფაფა. როგორც წესი, ვიღებთ ბურღულს, ვასხამთ მას წყალს და ვხარშავთ.

ნამდვილად გემრიელი, ფანტია და არომატული ფაფის მომზადება სხვადასხვა ბურღულეულისგან დაკავშირებულია გარკვეული უჩვეულო ინგრედიენტების გამოყენებასთან, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში მოგითხრობთ.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფაფა

არსებობს მომზადების ზოგადი წესები: არ უნდა გამოიყენოთ ემალის ქვაბები, რადგან ისინი იკრავს. ქვაბი უნდა იყოს სქელძირიანი – კერამიკული ან თუჯის.

1. წიწიბურას ფაფა

წიწიბურა ბურღულეულთა შორის ლიდერია კვებითი ღირებულებისა და ცილის შემცველობის მიხედვით.

ერთ ჭიქა წიწიბურას სჭირდება 2 ჭიქა ცივი წყალი. ადუღებიდან წიწიბურა უნდა იხარშოს 15-20 წუთი, დაბალ ცეცხლზე.

ფაფა უფრო გემრიელი იქნება თუ მარილს ხარშვის დაწყებისთანავე დავამატებთ. ხარშვის ბოლოს შეგიძლიათ დაამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ფაფა ბევრად არომატული გამოვა, თუ მთელი ღამით დაასხამთ პომიდვრის, ჭარხლის ან ვაშლის წვენს.

2. ქერის ფაფა

ქერის ფაფა მდიდარია უჯრედისით, მაგნიუმით, სელენით, სხვადასხვა ვიტამინით.

ქერი რთულად იხარშება, ამიტომ უმჯობესია ხარშვამდე ჩაალბოთ: ერთ ჭიქა ბურღულზე აიღეთ ერთი ლ წყალი და გააჩერეთ არანაკლებ 12 საათისა.

წინასწარ ჩამბალი ქერი მოშუშეთ ხახვთან ერთად ზეთში, დაამატეთ ღვინო და შუშეთ, სანამ ის აორთქლდება. ჩაუწიეთ ცეცხლს და დაამატეთ ცოტა სოკოს ბულიონი. როცა ისიც ამოორთქლდება, დაამატეთ სოკო და მწვანე ბარდა.

ამ კერძს ჰქვია ,,ორზოტო” (,,რიზოტოს” მსგავსი, ოღონდ ქერით მომზადებული).

3. ფეტვის ფაფა

ფეტვი კარგად უნდა გაარჩიოთ, შემდეგ რამდენჯერმე გარეცხეთ მდუღარე წყლით, მოავლეთ მდუღარე.

მშრალი ბურღული დაყარეთ ტაფაზე და მოშუშეთ ზეთში. ერთ ჭიქა ბურღულს სჭირდება 3 ჭიქა წყალი. აადუღეთ და შემდეგ ნელ ცეცხლზე ხარშეთ ნახევარი საათი.

4. სიმინდის ფაფა

სიმინდის ბურღული სხვადასხვა ზომისაა. წვრილად დაფქული იხარშება 15 წუთში, დაბალ ცეცხლზე.

საშუალო დაფქვის სიმინდის ბურღულით მრავალნაირი კერძი კეთდება. ერთ ჭიქა ასეთ ბურღულს უნდა დაასხათ 3 ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშოთ დაბალ ცეცხლზე, გასქელებამდე. შემდეგ დაამატეთ მარილი, კარაქი, აურიეთ და შეფუთეთ ქვაბი. დატოვეთ ასე მინიმუმ ერთი საათი.

მსხვილი დაფქვის სიმინდის ბურღული უფრო ხანგრძლივ ხარშვას მოითხოვს. მისი მომზადების დრო თითქმის ერთი საათია.

5. მანის ფაფა

თუ მანის ბურღულს წინასწარ ჩაალბობთ, ხარშვისას კორძები ნაკლებად გაჩნდება. ბურღულს შეურიეთ მარილი და შაქარი, დაასხით ცივი რძე და დადგით 5 წუთით. ამის შემდეგ ბურღული ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ 5 წუთით, თან სულ ურიეთ. ცეცხლი ჩააქრეთ და ფაფა დატოვეთ თავდახურულში 10 წუთით.

ურძეოდ ტაფაზე მომზადებულ მანის ფაფას სულ სხვა გემო და კონსისტენცია აქვს. მანის ბურღული დაყარეთ ცხელ, მშრალ ტაფაზე. მოაყარეთ ცოტა მარილი და მოშუშეთ, თან ურიეთ ოქროსფრამდე.

შემდეგ ჩაასხით წყალი და ინტენსიურად აურიეთ 2-3 წუთის განმავლობაში. ცეცხლს ბოლომდე ჩაუწიეთ და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. მზა ფაფას დაამატეთ კარაქი.

6. ბრინჯის ფაფა

ერთ ჭიქა ბრინჯს სჭირდება 1,5 ჭიქა წყალი. ბრინჯი ჩაყარეთ მარილიან წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე, ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ ხუფს არ ახადოთ და ასე ამყოფეთ კვლავ 10 წუთი.

ორთქლსახარშში ბრინჯი 35 წუთის მანძილზე იხარშება. ამ შემთხვევაში წყლისა და ბრინჯის თანაფარდობა უნდა იყოს 1:1. მულტისახარშში კი ბრინჯი და წყალი უნდა იყოს 3:5. სუშის მომზადების შემთხვევაში ბრინჯი გააშრეთ 20 წუთის განმავლობაში.

7. შვრიის ფაფა

მისი ხარშვის დრო დამოკიდებულია შვრიის ფანტელების ზომაზე. თუ ფანტელები მსხვილია, ხარშვას სჭირდება 10-15 წუთი. საშუალო ზომისას – 7-10 წუთი. ხოლო სწრაფი მომზადებისას – 1 წუთი.

ყველაზე გემრიელი შვრიის ფაფა არის ის, რომელიც დიდხანს იხარშება. სწრაფი მომზადების ფაფაში ნაკლები სასარგებლო ნივთიერებაა.

შვრიის ფაფის მომზადება შეგიძლიათ დაორთქვლითაც. დაასხით მას საღამოთი შესაბამისი რაოდენობის მდუღარე სითხე და ჰერმეტულად დააფარეთ. დილით კი ის შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში.

8. ჭვავის ფაფა

ჭვავის მთლიანი მარცვლები შეიცავს ლიზინს, რომელსაც ანტივირუსული მოქმედება აქვს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. თუ გსურთ ნაოჭების გაქრობა, შეიყვარეთ ჭვავის ფაფა.

ყველა ბურღულეულს შორის ჭვავი ყველაზე დაბალკალორიულია – 320 კკალ 100 გ-ზე. მომზადების წინ ჭვავის მარცვლები მოხალეთ მშრალ ტაფაზე 4-6 წუთის განმავლობაში. დაასხი ცივი წყალი პროპორციით 1:3 და დადგი საშუალო ცეცხლზე.

ადუღების შემდეგ ჩაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 40 წუთი, პერიოდულად ურიეთ. როცა წყალი მთლიანად ამოშრება, დაამატეთ კარაქი, ქვაბი შეფუთეთ და დატოვეთ ასე ნახევარი საათით.

ბურღულეული – უნიკალური პროდუქტია, რომელსაც ბავშვობიდან მივირთმევთ. სწორად მომზადების შემთხვევაში, მათი სასარგებლო თვისებები კიდევ უფრო გაძლიერდება.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!