სველი თმით დაძინების ჩვევას უამრავი გვერდითი ეფექტი აქვს. თუ შხაპს გვიან იღებთ და შემდეგ მალევე იძინებთ, შესაძლოა ეს რუტინა თქვენი თმის ხარისხზე აისახოს. ეცადეთ თმის ბოლომდე გაშრობას დაუცადოთ და შემდეგ დაწვეთ დასაძინებლად.
გთავაზობთ 7 ფაქტს, თუ რა გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე სველი თმით დაძინებას.
1. იწვევს სკალპის გაღიზიანებას
გქონიათ სკალპის გაღიზიანება ან ქავილი? ხშირად ამაში შამპუნს ვადანაშაულებთ, მაგრამ არაკომფორტული შეგრძნების მიზეზი შესაძლოა სველი თმით დაძინება იყოს. ეს ჩვევა შესაძლოა გახდეს ქერტლის გამომწვევი მიზეზიც. სველი თმით ძილის დროს ნესტიანი და თბილი გარემო ბაქტერიების განრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
2. თმას ხდება ჩახლართული
სველი თმა ადვილად მტვრევადია. როცა თმის გაშრობამდე წვებით, ის ძილში ადვილად აიწეწება. დილით, თქვენი თმა დაუმორჩილებელი და უხეში იქნება, რაც დილის რუტინას კიდევ უფრო სტრესულს გახდის.
3. შესაძლოა თავი აგატკიოთ
თუ სველი თმით იძინებთ, დიდი შანსია, თავის ტკივილით გაიღვიძოთ. თმის მოვლის ზოგიერთი ექსპერტის თქმით, სველი თმით ძილი ამცირებს სხეულის ტემპერატურას და იწვევს თავის ტკივილს, რადგან ორგანიზმი ამ დროს გათბობას ცდილობს.
4. თმა აბურდული ხდება
სველი თმით დაწოლა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს არ იწვევს, მაგრამ ის მოქმედებს თმის ვიზუალზე. ტენიანი თმა ძლიერად ეხახუნება ბალიშს და თმას ჩახვეულს და დამუხტულს ხდის.
5. თმას არ აძლევს მოცულობას
თხელი თმა ისედაც განიცდის მოცულობის ნაკლებობას. სველი თმით ძილი განსაკუთრებით აზიანებს ამ ტიპის თმას. თუ ხშირად დაიძინებთ სველი თმით, დილით მარტივად ვეღარ დაიბრუნებთ მის მოცულობას.
6. იყოფა ბოლოები
რამდენად ხშირად შესჩივით სტილისტს გაყოფილ ბოლოებთან დაკავშირებით? სველი თმით ძილი ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზია, რადგან ტენი თმას ხდის მტვრევადს, ეს კი მის ბოლოებზეც აისახება.
7. იწვევს კანის გაღიზიანებას
სველი თმით ძილი არამხოლოდ სკალპს, არამედ კანსაც აღიზიანებს. როცა თავს ბალიშზე დებთ, თმა სახეზეც გხვდებათ. სველი თმისა და თქვენი საძინებლის ტემპერატურის კომბინაცია არაჩვეულებრივ ეფექტს ქმნის კანის გამაღიზიანებელი ბაქტერიების გასამრავლებლად.
თქვენ როდის იბანთ თმას, დილით თუ საღამოს? იცოდით სველი თმით ძილთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში! ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ!