მთავარი სილამაზე სქელი და მტკიცე: აი, 5 საოჯახო რეცეპტი თმისთვის ბებიას ძველი ბლოკნოტიდან ამოვიწერე.

სქელი და მტკიცე: აი, 5 საოჯახო რეცეპტი თმისთვის ბებიას ძველი ბლოკნოტიდან ამოვიწერე.

by Keti

ლამაზი ხშირი თმა ქალს მომხიბვლელობას ანიჭებს. მაგრამ თმის ბუნებრივ სისქეზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: წყლის ხარისხი, მოვლა, კვება… ჩვენ გთავაზობთ თმის გასქელების მარტივ ხალხურ მეთოდებს.

ხშირ შემთხვევაში, თმის გათხელება არასწორი კვების ან მავნე ჩვევების შედეგია. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ხალხური მეთოდების ეფექტურობის გაზრდაში: თმა დაიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით. უმჯობესია გამოიყენოთ ადუღებული წყალი ხისტი გამდინარე წყლის ნაცვლად. სიცივეში ატარეთ ქუდი, რათა თმის ძირები არ დაზიანდეს.

საფუარზე დამზადებული ნიღაბი

შეურიეთ ერთმანეთს ერთი კვერცხის ცილა, ერთი ჩ. კ. საფუარი და გვირილის ან კალენდულას ნახარში. ნარევი დადგით რამდენიმე საათით. ნიღაბი წაისვით მშრალ თმაზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და დაიტოვეთ ნახევარი საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კედარის კაკლის ნიღაბი

დააქუცმაცეთ რამდენიმე კედარის კაკალი და განაზავეთ ის წყლით. ნარევი შედგით ღუმელში ნახევარი საათით. ფაფის ნაცვლად უნდა მიიღოთ ღია სითხე, წაისვით ის თმის ძირებზე და შეიზილეთ. ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღე.

ნუშის ნიღაბი

ბლენდერში ან ხორცსაკეპში დააქუცმაცეთ ცოტა ნუში, დაამატეთ რძე. მიიყვანეთ არაჟნის კონსისტენციამდე. ნიღაბი წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 2 საათით. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.

ნიღაბი პურით

დაჭერით ჭვავის პური პატარა ნაჭრებად, დაამატეთ ცოტა რძე და აქციეთ ფაფად. ნიღაბი წაისვით სველ თმაზე და დაიტოვეთ ნახევარი საათით. ჩამოიბანეთ შანპუნის გარეშე.

კეფირის ნიღაბი

შეურიეთ ერთი ჩ. კ. კაკაო, ერთი კვერცხი და ნახევარი ჭიქა ცხიმიანი კეფირი.წაისვით ნარევი ნამიან თმაზე. როცა თმა ნიღაბს შეიწოვს, დაამატეთ მეორე ფენა. განაგრძეთ ასე, სანამ ნიღაბი არ გათავდება, გააჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ ჭინჭრის ნახარშით.

გამოიყენეთ ის ნიღაბი, რომელიც მოგიხდებათ უშუალოთ თქვენ და განაგრძეთ მისი მოხმარება. ერთი და ორი გამოყენება ვერაფერს შეცვლის. რეგულარული ხმარების შემთხვევაში, ერთი თვის შემდეგ უკვე შედეგს დაინახავთ.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!