მთავარი კულინარია მარწყვის ტორტის ამაზე სრულყოფილი რეცეპტი არ არსებობს

მარწყვის ტორტის ამაზე სრულყოფილი რეცეპტი არ არსებობს

by Keti

მარწყვის სეზონზე უამრავი გემრიელი დესერტის მომზადებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთია ტარტი მარწყვითა და მოხარშული კრემით. ის საკმაოდ იოლი გასაკეთებელია და არ მოითხოვს განსაკუთრებულ კულინარულ გამოცდილებას. არის ძალიან გემრიელი და მოსწონს ყველა ასაკის ადამიანს.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი კვერცხი
  • 270 გ ფქვილი
  • 20 გ სიმინდის სახამებელი
  • 300 მლ რძე
  • 60 გ შაქარი
  • 175 გ კარაქი
  • 40 გ შაქრის პუდრა
  • 4 ცალი კვერცხის გული
  • 500 გ მარწყვი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომადება

1. ცომის მოსამზადებლად შეურიე 250 გ ფქვილი შაქრის პუდრასა და მარილს, დაამატე 125 გ გახეხილი ცივი კარაქი. კარგად აურიე.

2. შემდეგ დაამატე ერთი კვერცხი და ერთი გული. მოზილე ცომი, მოაგუნდავე ის. შეახვიე სამზარეულოს პარკში და შედგი მაცივარში ერთი საათით.

3. მოხარშე კრემი, შეურიე რძეს 1/3 შაქარი და მიიყვანე ადუღებამდე.

4. დარჩენილ კვერცხის გულებს შეურიე შაქარი. დაამატე 20 გ ფქვილი და სახამებელი.

5. ადუღებული რძის დიდი ნაწილი ჩაასხი კვერცხის ნარევში, განუწყვეტლივ ურიე სათქვეფით, რძე ჩაასხით წვრილი ჭავლით.

6. შეერთებული ინგრედიენტები გადაიტანე დარჩენილ რძეში, დადგი დაბალ ცეცხლზე და წამოადუღე.

7. ცხელ კრემს ჩაამატე 50 გ კარაქი, აურიე. დააფარე საკონდიტრო პარკი და შედგი მაცივარში.

8. მზა ცომი გააბრტყელე პერგამენტის 2 ფურცელს შორის. მოათავსე ის ტარტის ფორმაში. გაუსწორე ნაპირები. ზედმეტი ცომი კი მოაჭერი. ცომიანი ფორმა შედგი მაცივარში ნახევარი საათით.

9. ცომს დაადე პერგამენტის ქაღალდი და მოაყარე რამე ტვირთი. გამოაცხე 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. შემდეგ მოხსენი ტვირთი და ქაღალდი და გამოაცხე კვლავ 10 წუთი.

10. მარწყვი გარეცხე, გააშრე და დაჭერი თხელ ფენებად.

11. წაუსვი ფირფიტას მოხარშული კრემი თანაბრად. დაალაგე მარწყვი ერთ ფენად.

ასეთი კაშკაშა დესერტი ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის მშვენება იქნება. ასეთივე პრინციპით შეგიძლიათ გააკეთოთ ჟოლოს ტარტი, თუკი ის უფრო მეტად გიყვართ. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!