კრუასანის ეს რეცეპტი ნამდვილი კლასიკაა, რომელიც გასული საუკუნიდან არის ცნობილი. ჩვენ გთავაზობთ კრუასანის მომზადების ყველაზე მარტივ მეთოდს, დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი.
შაქრიანი კრუასანები
სახლში მოსამზადებელი კრუასანი გამოდის ძალიან ხრაშუნა. გამოცხობის შემდეგ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა ან წაუსვათ მურაბა სახამებელთან ერთად (3 ს. კ. მურაბა და ერთი ჩ. კ. სახამებელი).
ცომში შაქარი არ არის, ასე რომ, შიგთავსი შესაძლოა ტკბილიც არ იყოს.
ინგრედიენტები
- 200 გ ფქვილი
- 100 გ არაჟანი
- 125 გ კარაქი ან მარგარინი
მომზადება
1. წინასწარ გაყინეთ კარაქი ცომისთვის, ის კარგად უნდა იყოს გამაგრებული.
2. ჩაყარეთ ჯამში ფქვილი და აურიე ის არაჟანს. ჩაამატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი კარაქი.
3. აურიეთ სამიბე ინგრედიენტი კოვზით, რათა სველი მასა მიიღოთ. გააკეთეთ ცომისგან ერთი დიდი ბურთი, გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით.
4. შემდეგ გაყავით ცომი 4 ნაწილად, ყოველი მათგანი გააბრტყელეთ 1 მმ სისქის ფენად.
5. გაყავით ფენები 12 სამკუთხედის ფორმის სეგმენტად. მცირედით გახიეთ სამკუთხედის ფუძე და გადაახვიეთ რულეტისებურად.
6. დააწყეთ კრუასანები პერგამენტზე და შედგით მაცივარში კვლავ 15 წუთით. ისინი ასე კარგად გამყარდება და საბოლოოდ გახდება ფხვიერი.
7. ხვეულები გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში, ოქროსფრამდე.
8. გაციებული ნამცხვარი ამოავლეთ შაქრის პუდრაში და გემრიელად მიირთვით!
რა შეიძლება იყოს უფრო გემრიელი, ვიდრე ხრაშუნა კრუასანია? ისინი ძალიან უხდება ცივ რძეს. ეს ნამცხვარი სტუმრებთანაც არ შეგარცხვენთ. შიგთავსის შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერი სახით.
გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!