იორკშირსკის პუდინგი – ტრადიციული ინგლისური კერძია. ის ხშირად მიაქვთ შემწვარ ხორცთან ან სხვა ხორციან კერძებთან ერთად.
ჩვენ გთავაზობთ ამ ჰაეროვანი საოცრების ტკბილ ვარიანტს. ალუბლიანი პუდინგი ადვილი მოსამზადებელია და სულ კარგი გამოდის. ამ ნაზი დესერტისთვის საჭიროა კვერცხი, რძე, ფქვილი და ცოტა ნაღები. შიგთავსის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კენკრა.
ინგრედიენტები
- 350 გ ალუბალი
- 3 ცალი კვერცხი
- 100 გ ფქვილი
- 150 მლ რძე
- 50 მლ ნაღები
- ერთი ს. კ. კარაქი
- 2 ს. კ. შაქრის პუდრა
- 0,5 ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი
მომზადება
1. ალუბალს გამოაცალეთ კურკები, თუ გაყინულს იყენებთ, წინასწარ გამოიღეთ საყინულიდან.
2. ათქვიფეთ კვერცხი ერთ ს. კ. შაქრის პუდრასთან ერთად, დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი. გააგრძელეთ თქვეფა. ნელ-ნელა ჩაასხით რძე და ნაღები.
3. მასაში ჩააყარეთ ცოტ-ცოტა ფქვილი. თან კარგად თქვიფეთ ბლენდერით სრულ გახსნამდე.
4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, შემდეგ შედგით ეს ფორმები 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში.
5. ყოველ ფორმაში ჩადეთ 10-10 კენკრა, მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაასხით ცომი. პუდინგი გამოაცხეთ 20 წუთის განმავლობაში.
ეს პუდინგი ძალიან გემრიელია ცხიმიან არაჟანთან ერთად. შეგიძლიათ დესერტი მიირთვათ საუზმეზე ან ცალკე დესერტის სახით. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!