მთავარი ჯანმრთელობა ჩვევები, რომლებიც მავნეა თქვენი ფეხების ჯანმრთელობისთვის

ჩვევები, რომლებიც მავნეა თქვენი ფეხების ჯანმრთელობისთვის

by Keti

ჩვენი ქვემო კიდურები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. არსებობს ჩვევები, რომლებიც მათ სიჯანსაღეს ზიანს აყენებს. გთავაზობთ მათ:

წინდების გარეშე სიარული: ეს ხელს უწყობს ფეხზე სოკოს გაჩენას, განსაკუთრებით სპორტულ ფეხსაცმელში.

ფეხშიშველი სიარული გასახდელებში: ჩუსტების გარეშე აუზებსა და საშხაპეებში სიარული ზრდის ტერფების სოკოთი დაავადების რისკს.

ახალი ფეხსაცმელი: ის ხშირად ხელს უწყობს ფეხის ტრავმირებას, კოჟრების გაჩენას, სანამ ფეხი სიახლესთან ადაპტირდება.

ქუსლისნი ფეხსაცმლის ხშირი მოხმარება: ესტეთიური სილამაზის მიუხედავად, ქუსლიანი ფეხსაცმელი იწვევს ფეხის დაზიანებას, კერძოდ, კოჟრების გაჩენას.

ფრჩხილის ჩაბრუნება: როცა ამას სახლის პირობებში, არასათანადო ინსტრუმენტებით მკურნალობენ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს პრობლემას უფრო ამწვავებს.

ძალიან გაცვეთილი ფეხსაცმლის ტარება: როცა ფეხსაცმელი ცუდ მდგომარეობაშია, ის სიარულისას დისკომფორტს უქმნის ტერფს.

ყოველთვის გამოიყენეთ ფეხსაცმელი, რომელიც გერგებათ: როცა ახალ ფეხსაცმელს ისინჯავთ, დარწმუნდით, რომ ის კარგად გაქვთ ფეხზე, არ მიაქციოთ ყურადღება რიცხვებს.

არ ატაროთ ერთი და იგივე ფეხსაცმელი სხვადასხვა აქტივობისთვის: მაგალითად, ყოველდღიური აქტივობისთვის და სირბილისთვის გქონდეთ განსხვავებული ფეხსაცმელი, თორემ შეიძლება ტერფის დაზიანებები მიიღოთ.

სანდლების ან ჩუსტების ხშირი გამოყენება: ამ ტიპის ფეხსაცმელი ვერ უზრუნველყოფს ტერფის კომფორტულ მდებარეობას და ხდება მაქსიმალური ზეწოლა ქუსლზე, რაც ხშირად იწვევს ნახეთქებს და გარეგან დაზიანებებს.

გაითვალისწინეთ რჩევები და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!