მთავარი ჯანმრთელობა ეს მიზეზები საკმარისია იმისთვის, რომ შეწყვიტოთ შეკრული თმით ძილი

ეს მიზეზები საკმარისია იმისთვის, რომ შეწყვიტოთ შეკრული თმით ძილი

by Keti

ყველა გოგონა ფიქრობს თმის მოვლაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ თმა ჩვენი იდენტობის შეუცვლელი ნაწილია. და სანამ საუკეთესო თმის მოვლის საშუალებას ვეძებთ, სასურველია ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს. ეს უკანასკნელი შესაძლოა აზიანებდეს თმის სტრუქტურას.

დადგინდა, რომ ე. წ. ,,ცხენის კუდით” ძილი ერთ-ერთი ყველაზე მავნე რამ არის, რის განმარტებასაც ქვემოთ მოგახსენებთ. ბონუსად კი თმის მოვლის მეთოდსაც შემოგთავაზებთ.

შეკრული თმით ძილმა შესაძლოა თმის ცვენა გამოიწვიოს

შეკრული თმა ტვირთად აწვება თმის ძირებს, მით უმეტეს, ძილის დროს, რადგან ამ დროს თავს ვამოძრავებთ. დერმატოლოგთა ამერიკული აკადემიის განცხადებით, შეკრული თმით ძილი იწვევს თმის შეთხელებას და მტვრევადობას.

ცვლის თმის გარეგან მხარეს

თმის ცვენის დაწყების შედეგად თმა ხდება თხელი და გარეგნულადაც უსიცოცხლოდ გამოიყურება. ძილის დროს თმა იწყებს ხახუნს, შეკრული თმით ძილი კი უფრო სახიფათოა, რადგან ცხენის კუდი ფესვებს აზიანებს, აშრობს და ხდის უხეშს. თუ გაშლილი თმით დაიძინებთ, თმა შეინარჩუნებს ჩვეულ მდგომარეობას.

იწვევს სამედიცინო პრობლემას – ალოპეციას

ალოპეცია არის მდგომარეობა, როცა სხეულის გარკვეული უბნიდან თმა იკარგება. შეკრული თმით ხშირი წოლა აზიანებს თმის ფოლიკულებს და ხელს უწყობს თავზე მელოტი ადგილების გაჩენას.

ბონუსი: რისი გაკეთება შეიძლება ჯანსაღი თმის შენარჩუნებისთვის

  • გაიშალეთ თმა ან შეიკარით მსუბუქ ნაწნავებად, ეს თმის შესახედაობასაც გააუმჯობესებს.
  • დაწექით მშრალი თმით. სველი თმა საკმაოდ მოწყვლადი და მტვრევადია, ამიტომ მარტივად ზიანდება.

  • აირჩიეთ სწორი ბალიშის პირი. აბრეშუმის თეთრეული თმას აძლევს თავისუფლად სრიალის საშუალებას და ამცირებს ხახუნს, რაც ხელს უშლის თავის კანის დაძაბვას.
  • დაატენიანეთ ოთახი. მშრალი ჰაერი თმასაც აშრობს, ამიტომ გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი.

თქვენ რა საიდუმლო გაქვთ თმის ჯანსაღად და ლამაზად შენარჩუნებისთვის? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!